პატივცემულო კოლეგებო,
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელშეწყობით, 2018 წლის 20 დეკემბერს ატარებს კონფერენციას: „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში“.
კონფერენცია ეძღვნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფუძნებიდან 70 წლის იუბილესა და საქართველოში მისი მოღვაწეობის მეოთხედი საუკუნის შესრულებას. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მასალა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობისა და მისი საქართველოში მოღვაწეობის შესახებ. ასევე გაიმართება ამ საკითხთან დაკავშირებული პუბლიკაციის პრეზენტაცია.
მაქვს პატივი, მოგიწვიოთ აღნიშნულ კონფერენციაზე, რომელიც 2018 წლის 20 დეკემბერს 14:00-16:00 სთ-ზე გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი #99).
გთხოვთ, თქვენი მონაწილეობა დაგვიდასტუროთ ა.წ. 18 დეკემბრამდე.
პატივისცემით,