From : Anuki Burduli <aburduli@gov.ge>
To : Maia Nikoleishvili </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=2D9C4ECC95234453AD52CCFEAEE8A8EE-MAIA NI>
Subject : მოწვევა ტრენინგზე
Cc : Natalia Jaliashvili <njaliashvili@gov.ge>
Received On : 15.02.2019 12:10
Attachments :

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ადამიანის უფლებები ყველასათვის“, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით საქართველოში ჩამოდის საერთაშორისო ექსპერტი, დანიელ მონტი (იხილეთ რეზიუმე).

 

ექსპერტი ვიზიტის ფარგლებში ჩაატარებს ტრენინგს თემაზე ‘პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ევროპის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) შესაბამისად’. ტრენინგზე განიხილება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას რისკების შეფასების მნიშვნელობა, საჭიროება და ზოგადი მიდგომები, მათ შორის როგორ ხდება მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, რა სახეობის რისკი არსებობს, როგორ ხდება მათი დახარისხება, რა მექანიზმები არსებობს რისკების შემცირების მიზნით, დახარისხების შემდეგ რომელი მექანიზმი შეიძლება იქნეს გამოყენებული რომელ რისკთან და ა.შ.

 

გთხოვთ, თქვენი სამინისტროდან გამოყოთ შესაბამისი ერთი ან ორი პირი ტრენინგზე დასასწრებათ, რომელთათვისაც თვლით რომ ყველაზე რელევანტურია ამ მიმართულებით ინფორმაციის მიღება.

 

ტრენინგი იქნება ერთდღიანი და ჩატარდება 26-28 თებერვლის პერიოდში, ზუსტ თარიღს თავად გაცნობებთ პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატი მოგვიანებით.

 

გთხოვთ, შესაბამისი პირის მითითებასთან ერთად მოგვაწოდოთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომ ინსპექტორის აპარატი დაუკავშირდეს.

 

გთხოვთ, ასევე, ინფორმაცია მოგვაწოდოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: aburduli@gov.ge მიმდინარე წლის 19 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით.

 

 

 

photoGOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

ანუკი ბურდული
სპეციალისტი 
ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო 
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინგოროყვას . 7, თბილისი 0114

M: +995 593 000 930
T:  +995322990900

QR-Code Generator