From : hr <HR@moh.gov.ge>
To : everymoh@moh.gov.ge <'everymoh@moh.gov.ge'>
Subject : მოხელეთა ფორუმი
Received On : 13.10.2020 06:19
Attachments :

მოგესალმებით,

 

მოგახსენებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიურო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ბოლო ორ ფორუმს უმასპინძლებს შემდეგ თემებზე:

 

19 ოქტომბერი - ადამიანი ბრენდი - 14:45 - 17:00 საათი - სარეგისტრაციო ბმული

23 ოქტომბერი - თავისუფლებიდან გაქცევის მექანიზმები - 14:45 - 17:00 საათი - სარეგისტრაციო ბმული

 

ორივე ფორუმის სარეგისტრაციო ბმული გააქტიურდება 13 ოქტომბერს, დილით, 9:00 საათიდან.

 

შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ თქვენი დაწესებულების სისტემაში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეებს. გთხოვთ, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ და სარეგისტრაციო ბმულები გაუზიაროთ თქვენს უწყებაში დასაქმებულ ყველა მოხელეს, რომლებმაც წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია. დაინტერესების შემთხვევაში, მოხელეს შეუძლია მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდეს ერთ-ერთ ან ორივე ფორუმზე.

 

ფორუმები გაიმართება ZOOM-ის ავტორიზებული პლატფორმის მეშვეობით და მონაწილეთა პერსონალური მონაცემების დაცვით. დარეგისტრირებული მოხელეები მიიღებენ ZOOM-ის ელექტრონულ ბმულს, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ფორუმზე დასწრებას.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკურ დეპარტამენტს 598 39 29 84; 593 73 37 00; 598 22 02 24; 577 24 45 99

 

ღონისძიება ტარდება  საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით

 

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,

 

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო

საქართველო, თბილისი, 0114, ინგოროყვას . 7

(+995 32) 2192727

www.csb.gov.ge

 

 

საუკეთესო სურვილებით,

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო  0159

 

MOH 1 Logo-GEO