From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : მცირედი კორექტირება
Received On : 08.02.2019 05:25


თქვენი 2019 წლის 6 თებერვლის №01/4598 წერილის პასუხად, რომელიც ეხება „თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გადამდებ დაავადებებთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების პროექტს, გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თანახმაა, ხელი მოეწეროს წარმოდგენილ შეთანხმების პროექტის ტექსტს.

აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს მხრიდან, შეთანხმებაზე ხელმომწერ პირად განისაზღვრა მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, ხოლო, შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული - სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები და ზემოაღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის მიზნით უზრუნველყოთ შემდგომი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გატარება.





Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge