| From : | Teona Vardzelashvili <TVardzelashvili@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | რეინტეგრაციაზე |
| Received On : | 11.04.2019 08:11 |
Since 2014, under the EU-funded program More for More, International Organization for Migration (IOM), is implementing the project Strengthening the capacity of the Georgian government in border and migration management in the Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Accommodation and Refugees of Georgia. In three regions of Georgia (Kutaisi, Batumi and Telavi) the mobility centers provide different services to the returning migrants to Georgia. By the EU Visa Liberalisation action plan, Georgia has a responsibility to gradually take over the functions of the mobility center and subsequently carry out the reintegration process of returning migrants.
2017 წლის პროგრამის ფარგლებში (20.04.2017-20.02.2018) რომლის ბიუჯეტიც შეადგენდა 590 000 ლარს, სხვდასხვა სახის სერვისი მიეწოდა 248 პირს. საშემოსავლო პროექტები დაუფინანსდა 147 ბენეფიციარს, სამედიცინო დახმარება -57 ბენეფიციარს, პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში გადამისამართდა 30 ბენეფიციარი, დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფილ იქნა 14 ბენეფიციარი. 2018 წლის პროგრამის განხორციელების მიზნით საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საანგარიშო პერიოდში, 24 აპრილს, გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულებები.
2018 წლის „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტმა შეადგინა 650 000 ლარი. პროგრამა იზიარებს გასული 3 წლის მანძილზე ჩამოყალიბებულ მიდგომებს და გამოცდილებას და ორიენტირებულია იმ ძირითადი სერვისების მიწოდებაზე, რომლებიც საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტებს დაეხმარებათ შემოსავლის წყაროს გაჩენაში, დასაქმებაში, პროფესიულ განვითარებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებში.
2018 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა სარეინტეგრაციო სერვისების მიწოდების მექანიზმი. საქართველოში დაბრუნებული მიგრანტები მიმდინარე წელს სარგებლობენ შემდეგი სარეინტეგრაციო სერვისებით:
· სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
· საშემოსავლო პროექტების დაფინანსება;
· პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
· საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა.
პატივისცემით,
თეონა ვარძელაშვილი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
144 აკ. წერეთლის გამზირი, 0159, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 599040811