From : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : რუხი
Received On : 19.07.2018 14:45

ზუგდიდის სოფელ რუხში, მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა გრძელდება. ამ დროისთვის დასრულებულია შენობა-ნაგებობების მშენებლობა, სანტექნიკის, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემების მოწყობა. ასევე, ვერტმფრენის დასაშვები მოედნის საფარი. საუნივერსიტეტო კლინიკა 200 ადგილიანი იქნება და 7 ბლოკის და საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება.

2014 წელს დაიწყო მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. რუხში, რომელიც გათვლილია 220 საწოლზე და უზრუნველყოფილ იქნება ყველა საჭირო დამხმარე ინფრასტრუქტურით (თერაპიული განყოფილება 43 საწოლი, პედიატრიული განყოფილება 46 საწოლი, სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება - 29 საწოლი, ქირურგიული განყოფილება - 43 საწოლი, ინტენსიური თერაპიის განყოფილება - 18 საწოლი, რეანიმაციული განყოფილება - 14 საწოლი, ქიმიოთერაპიის განყოფილება - 11 საწოლი, ჰემოდიალიზური განყოფილება - 16 საწოლი). პაციენებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური და ფართო სპექტრის ლაბორატორიული გამოკვლევები, სხივური თერაპიის სრული სერვისი, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.


კლინიკას სამედიცინო პროფილის სტუდენტების და რეზიდენტებისთვის აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა იქნება. კლინიკის ტერიტორიაზე რეზიდენტებისთვის და პაციენტების ოჯახის წევრებისთვის 92-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი იფუნქციონირებს.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი დები და ძმები, გამყოფ ხაზთან ძალიან ახლოს მდებარე მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მიიღებენ ყველა სერვისს, რასაც კლინიკა პაციენტებს შესთავაზებს. ასევე, მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს შეეძლებათ დარჩნენ იქვე მდებარე სასტუმროში. კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რეგიონის მოსახლეობას არ მოუწევს დედაქალაქსა და სხვა რეგიონში წასვლა სრულყოფილი, თანამედროვე და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მისაღებად“, - უთხრა „ლაივპრესს“ ნუგზარ გაბელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილემ.

კლინიკაში, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგ
ებით, ექიმები გაივლიან გადამზადების კურსებს, რაც გარკვეულწილად შრომის ბაზაზე შექნის კონკურენციას.

 

 

Ketevan Goginashvili, MPH

Head of Health Policy Division

Health Care Department

Ministry of Labor, Health and Social Affairs

 

144 Tsereteli Ave

Tbilisi 0119, Georgia

Tel: +995 32 251 00 38 ext 1108

Mob: 995 577717984