From : Levan Tsurtsumia <ltsurtsumia@mfa.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : საგარეოს წერილი
Received On : 23.10.2018 08:20

 

როგორც მოგეხსენებათ, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ წერილების გაცვლის გზით დადებულ შეთანხმებას ჩინეთის მხრიდან ხელი მოეწერა 2016 წლის 18 ივლისს, ხოლო საქართველოს მხრიდან 2018 წლის 27 მარტს. როგორც ასევე მოგეხსენებათ,  „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად, მოცემული შეთანხმება რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 5 სექტემბრის N3403-Iს დადგენილებით.

იმისათვის, რომ დასრულდეს მოცემული შეთანხმების ძალაში შესვლის პროცედურები, ჩინეთის მხარე ითხოვს დოკუმენტს ორიგინალი ხელმოწერით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მხარეს არაერთხელ აეხსნა ქართული კანონმდებლობის მოთხოვნების შესახებ, რომლის თანხმად, მოცემული შეთანხმება ექვემდებარება რატიფიცირებას და იგი ძალაში შევა, მხოლოდ აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ.  ჩინეთის მხარემ დააფიქსირა მათი პოზიცია, რომ დოკუმენტი ძალაში შევა წერილი-შეთანხმების ბატონი დავით სერგეენკოს ხელმოწერის თარიღიდან,

შეთანხმების ძალაში შესვლის პროცედურების დასრულების მიზნით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ მიმდინარე პერიოდით დათარიღებული წერილი მინისტრის ორიგინალი ხელმოწერით.