| From : | Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge> |
| To : | mnikoleishvili@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge; lakiashvili@gov.ge; gmatcharashvili@gov.ge; bedoidze@gov.ge |
| Subject : | სასწრაფო - ბრაზილია, დეკლარაცია |
| Cc : | David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge>; Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; Ekaterine Lortkipanidze <e.lortkipanidze@mfa.gov.ge> |
| Received On : | 22.10.2020 09:36 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ 2020 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბრაზილიაში, დავით სოლომონიას შეხვედრა ჰქონდა ოჯახის პოლიტიკის საკითხებში ბრაზილიის სახელმწიფო მდივანთან, ანჟელა გამბრასთან.
შეხვედრაზე ბრაზილიურმა მხარემ გადმოგვცა „ქალთა ჯანმრთელობის დაცვისა და ოჯახის გაძლიერების შესახებ ჟენევის კონსენსუსის დეკლარაციის“ ტექსტი, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს 2020 წლის 22 ოქტომბერს ვირტუალური კონფერენციის მეშვეობით ვაშინგტონში, კოლუმბიის ფედერალური ოლქი, აშშ.
ბრაზილიურმა მხარემ შეხვედრაზე მოგვმართა თხოვნით აღნიშნულ დეკლარაციაზე მიერთების შესახებ.
გთხოვთ, განიხილოთ დეკლარაციის ტექსტი და გვაცნობოთ თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე დღევანდელი დღის ბოლომდე.
სს,