From : Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : საქართველო ავსტრია
Received On : 13.02.2019 08:05

მაია,

 

პროექტის „შეთანხმება საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარების და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესახებ:

 

 

(6)   ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შეტანა მომთხოვნ სახელმწიფოში, ამ შეთანხმების მიზნებით გათვალისწინებული დახმარების გაწევის მიზნით, ასევე, გამოუყენებელი რაოდენობების უკან გატანა დახმარების აღმომჩენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხდება მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქონლის ასეთი გადაადგილება არ წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით დადგენილ ექსპორტ–იმპორტს. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გადატანა შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებისათვის და მისი გამოყენება ხდება შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად  მხოლოდ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელიც ეკუთვნის სამაშველო ან დახმარების გამწევი პირების ჯგუფს. გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები მიეწერება დახმარების აღმომჩენი ხელშემკვრელი მხარის მოხმარების აღრიცხვას.

  

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში არსებობს მე-16 მუხლი „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გამოყენება“,

 

რომლის მიხედვითაც :

ნებისმიერი ტრანსპორტით საერთაშორისო რეისის შესრულებისას, საერთაშორისო ღონისძიების (ველოსპორტი, ავტორალი და სხვა), მათ შორის, უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან ერთობლივი სამხედრო წვრთნის, ჩატარებისას, შესაბამისად, მგზავრთათვის და ღონისძიებაში მონაწილე პირთათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით ნებადართულია II და III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა. ეს პროცესი არ განიხილება იმპორტად, ექსპორტად ან ტრანზიტად.

 

აქ ნახსენები არ არის ტექნოგენური კატასტროფები, მხოლოდ  საერთაშორისო ღონისძიებებზეა საუბარი (რაც ითვალისწინებს არამარტო ველოსპორტს, ავტორალის, არამედ „სხვასახც“ ) -  პროექტის მე-6 პუნქტით გაწერილი პროცესი - არ ეწინააღმდეგება კანონს „საერთაშორისო ღონისძიებებთან“ დაკავშირებით.

 

ამ ანალოგიის გამოყენება თუ შეიძლება და „სხვაში“  კატასტროფების  შეთხვევაში თანამშრომლობა /დახმარების გაყვანა, პრობლემა არ უნდა იყოს. ეს დაშვება, კარგი იქნება, თუ სამინისტროს იურისტების მიერ იქნება დადასტურებული ან უარყოფილი.

 

თეა