კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მ.წ. 18 ივნისს ქ. თბილისში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეხუთე სხდომა, რომელიც,
როგორც წესი, იმართება მინისტრის მოადგილეების დონეზე. როტაციის პრინციპის თანახმად, წელს სხდომას საქართველო თავმჯდომარეობს, რომელსაც გაუძღვება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას სხდომაზე უხელმძღვანელებს
საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი.
ვინაიდან სხდომის
თავმჯდომარე
ქართული
მხარეა,
დღის
წესრიგის
პირველი
პროექტი
ჩვენ
უნდა
შევიმუშაოთ. შესაბამისად,
გიგზავნით
გასული
წლის
სხდომის
დღის
წესრიგს,
რომელშიც შევიტანეთ ჩვენი წინადადებები. როგორც მოგეხსენებათ, 21 ნოემბრის საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის მაღალი დონის შეხვედრის შედეგებზე მუშაობა გრძელდება ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში,
შესაბამისად მნიშვნელოვანია ეს თემები დღის წესრიგშიც სათანადოდ აისახოს.
გთხოვთ, ა.წ.
22 მაისამდე
თანდართულ დოკუმენტში
track-change-ის სახით
წარმოადგინოთ
წინადადებები განსახილველი
საკითხების
ჩამონათვალის
განახლების
მიზნით
(საკითხის შეცვლა/რეფორმულირება ან დამატება).
ასევე, გაცნობებთ, რომ უახლოეს პერიოდში დაიგეგმება პირველი მოსამზადებელი შეხვედრა, რის თაობაზეც დამატებით მოგწერთ.
პატივისცემით,
Tamar Loladze
I Secretary
Department of European Integration
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Chitadze str. 4, Tbilisi 0118, Georgia
Tel: (+995 32) 2945000 (ext. 1311)
Mobile : (+995)5 99 70 39 77
E-mail:
tloladze@mfa.gov.ge