From : Irma Gikorashvili <igikorashvili@sakpatenti.org.ge>
To : mnikoleishvili@moh.gov.ge
Subject : საქპატენტი
Received On : 12.06.2018 08:31
Attachments :

მაია,

 

2018 წლის 13-14 ივნისს, მსოფლიო ვაჭრობის  ორგანიზაციისა (WTO) და საქპატენტის ორგანიზებით, იგეგმება ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ჩატარება, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს საპატენტო კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, „პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესისდამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის ტექსტის შემუშავება

 

მსოფლიო ვაჭრობის  ორგანიზაციის (WTO)  წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ექსპერტები, ასევე, შესაბამისი სამინისტროებისა და პარლამენტის წარმომადგენლები.

 

სამუშაო შეხვედრა გაიმართება 13-14 ივნისს, 09:30 საათზე, სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - ,,საქპატენტში“. მისამართი: . თბილისი, . რამიშვილის . N31. საკონტაქტო პირი: ირმა გიქორაშვილი (ელ-ფოსტა: igikorashvili@sakpatenti.org.ge  ტელ: 599 903691).

 

ასევე გიგზავნით დღის წესრიგის პროექტს.

მადლობა.

 

პატივისცემით,

 

ირმა გიქორაშვილი

იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის

დავების განყოფილების მთავარი სპეციალისტი

3300 . მცხეთა, ანტიოქიის ქ. #5

ტელ.: (+995 32) 225-25-33 (107); მობ.: (+995 599) 90-36-91

ფაქსი: (+995 32) 298-84-19

ელ-ფოსტა: igikorashvili@sakpatenti.org.ge

www.sakpatenti.org.ge