From : Anano Tsintsabadze <anano@osgf.ge>
To : mic@moh.gov.ge; mnikoleishvili@moh.gov.ge
Subject : საცხოვრისთან დაკავშირებული ვალდებულება OGP ში
Cc : Vako Natsvlishvili <vako@osgf.ge>; Tiniko Bolkvadze <tiniko@osgf.ge>
Received On : 05.03.2019 07:47

მოგესალმებით,

 

გწერთ ღია საზოგადოების ფონდის სახელით.

 

როგორც მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრომ, OGP-ს ახალი სამოქმედო გეგმით, აიღო ვალდებულება შექმნას საცხოვრისის სტრატეგია და გეგმა.

აღნიშნულს გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ღია საზოგადოების ფონდმა დაიწყო და აწარმოებს ახალ პროექტს, რომელიც, მოწოდებულია მხარი დაუჭიროს, უსახლკარობის პოლიტიკის შექმნასა და საცხოვრისის სტრატეგიისა და მისი რეალიზაციის კარგი პრაქტიკის ადვოკატირებას, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე;

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, საცხოვრისთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულების სამუშაო ჯგუფსა (არსებობის შემთხვევაში) და სხვა პროცესებში ჩართვა და მონაწილეობა, ასევე, ვალდებულების შესასრულებლად შედგენილი ყველა და ნებისმიერი დოკუმენტაციის მონიტორინგი.

 

ჩვენს მიზნებსა და გეგმებთან დაკავშირებით, ასევე თქვენს მიერ ამ დრომდე გაწეულ სამუშაოზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გვსურს გთხოვით შეხვედრა, მომავალ კვირაში, თქვენთვის მისაღებ დროს.

 

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამ ელ ფოსტაზე, ან ქვემოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე

 

პატივისცემით,

 

ანანო ცინცაბაძე

პროექტის კოორდინატორი

ტელ: 577 29 22 01