| From : | hr <HR@moh.gov.ge> |
| To : | All MOH Users <everymoh@moh.gov.ge> |
| Subject : | საჯარო მოხელეთა მომდევნო ფორუმები |
| Received On : | 11.09.2020 14:43 |
| Attachments : |
From: info [mailto:Info@csb.gov.ge]
Sent: Friday, September 11, 2020 4:04 PM
Cc: Irina Aghapishvili; Maia Dvalishvili
Subject: საჯარო მოხელეთა მომდევნო ფორუმები
მოგესალმებით,
საჯარო სამსახურის ბიურო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, აგრძელებს საჯარო მოხელეთა ფორუმების ორგანიზებას.
გაცნობებთ, რომ მომდევნო პერიოდში დაგეგმილია ფორუმები შემდეგ თემებზე:
18 სექტემბერი - პოზიტიური უარის ძალა - 14:45 - 17:00 საათი - სარეგისტრაციო ბმული
https://docs.google.com/forms/d/1SfCKyvV9LaADPDhXT7m2kibf2F02bdM_6Gd2g1IqwkQ/closedform
21 სექტემბერი - ლიდერის როლი კრიზისების მართვაში - 15:45 - 18:00 საათი - სარეგისტრაციო ბმული
https://docs.google.com/forms/d/1uwOzjhinnRBcXaBxvdsoBHUVkO12ep7WWbRXo45eDhw/closedform
ორივე ფორუმის სარეგისტრაციო ბმული გააქტიურდება 14 სექტემბერს, დილით, 10 საათიდან.
შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ თქვენი დაწესებულების სისტემაში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეებს. გთხოვთ, რომ შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ და სარეგისტრაციო ბმულები გაუზიაროთ თქვენს უწყებაში დასაქმებულ ყველა მოხელეს, რომლებმაც წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია. დაინტერესების შემთხვევაში, მოხელეს შეუძლია მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდეს ერთ-ერთ ან ორივე ფორუმზე.
ფორუმები გაიმართება ZOOM-ის ავტორიზებული პლატფორმის მეშვეობით და მონაწილეთა პერსონალური მონაცემების დაცვით. დარეგისტრირებული მოხელეები მიიღებენ ZOOM-ის ელექტრონულ ბმულს, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ფორუმზე დასწრებას.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკურ დეპარტამენტს 598 39 29 84; 593 73 37 00; 598 22 02 24; 577 24 45 99
ღონისძიება ტარდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო
საქართველო, თბილისი, 0114, ინგოროყვას ქ. 7
(+995 32) 2192727
საუკეთესო სურვილებით,
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო 0159