| From : | hr <HR@moh.gov.ge> |
| To : | All MOH Users <everymoh@moh.gov.ge> |
| Subject : | საჯარო მოხელეთა ფორუმი |
| Received On : | 10.09.2020 11:32 |
| Attachments : |
From: info [mailto:Info@csb.gov.ge]
Sent: Wednesday, September 09, 2020 10:08 AM
Cc: Irina Aghapishvili; Maia Dvalishvili
Subject: მოხელეთა ფორუმი - ცვლილებების მართვა
მოგესალმებით,
საჯარო სამსახურის ბიურო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, აგრძელებს საჯარო მოხელეთა ფორუმების ორგანიზებას, რომლის მიზანიცაა სხვადასხვა საკითხებზე და გამოწვევებზე დისკუსიის, გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების გზით მოხელეთა შორის კომუნიკაციის გაძლიერება.
გაცნობებთ, რომ ფორუმის მორიგი შეხვედრა თემაზე „ცვლილებების მართვა“ გაიმართება მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, 14:45 საათიდან 17:00 საათამდე, ZOOM-ის ავტორიზებული პლატფორმის მეშვეობით და მონაწილეთა პერსონალური მონაცემების დაცვით.
გთხოვთ, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ და სარეგისტრაციო ბმული გაუზიაროთ თქვენს უწყებაში დასაქმებულ ყველა მოხელეს, რომლებმაც წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ქვევით მოცემულ ბმულზე.
სარეგისტრაციო ბმული გააქტიურდება 10 სექტემბერს, დილით, 10:00 საათიდან.
https://docs.google.com/forms/d/1SRqO9EyqHOx3gLS3pBCSu-JpybjKJm-eDjUpK0S_sjs/viewform?edit_requested=true
დარეგისტრირებული მოხელეები მიიღებენ ZOOM-ის ელექტრონულ ბმულს, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ფორუმზე დასწრებას.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკურ დეპარტამენტს 598 39 29 84; 593 73 37 00; 598 22 02 24; 577 24 45 99
ღონისძიება ტარდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო
საქართველო, თბილისი, 0114, ინგოროყვას ქ. 7
(+995 32) 2192727
საუკეთესო სურვილებით,
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო 0159