| From : | hr <HR@moh.gov.ge> |
| To : | All MOH Users <everymoh@moh.gov.ge> |
| Subject : | საჯარო მოხელეთა ფორუმი - თემა „ემოციური ინტელექტი“ |
| Received On : | 23.09.2020 13:42 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
საჯარო სამსახურის ბიურო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, აგრძელებს საჯარო მოხელეთა ფორუმების ორგანიზებას, რომლის მიზანიცაა სხვადასხვა საკითხებზე და გამოწვევებზე დისკუსიის, გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების გზით მოხელეთა შორის კომუნიკაციის გაძლიერებას.
გაცნობებთ, რომ ფორუმის მორიგი შეხვედრა თემაზე „ემოციური ინტელექტი“ გაიმართება მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, 14:45 საათიდან 17:00 საათამდე, ZOOM-ის ავტორიზებული პლატფორმის მეშვეობით და მონაწილეთა პერსონალური მონაცემების დაცვით.
სარეგისტრაციო ბმული გააქტიურდება 23 სექტემბერს, დილით, 09:00 საათიდან.
https://docs.google.com/forms/d/1P_rSK69Lp3e42tto6K0F1rJMoGKcQfvLhfZNslgVB7I/viewform?edit_requested=true
დარეგისტრირებული მოხელეები მიიღებენ ZOOM-ის ელექტრონულ ბმულს, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ფორუმზე დასწრებას.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკურ დეპარტამენტს 598 39 29 84; 593 73 37 00; 598 22 02 24; 577 24 45 99
ღონისძიება ტარდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო
საქართველო, თბილისი, 0114, ინგოროყვას ქ. 7
(+995 32) 2192727
საუკეთესო სურვილებით,
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო 0159