From : Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge>
To : mnikoleishvili@moh.gov.ge; t.ramishvili@mra.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge; bliluashvili@mia.gov.ge; gvimradze@mia.gov.ge; tsisnami@moesd.gov.ge; smekvabishvili@moesd.gov.ge; Tatuli.Dushuashvili@mepa.gov.ge; Tamar.zedginidze@mepa.gov.ge; imodebadze@mfa.gov.ge; lbasheleishvili@mod.gov.ge; schantadze@hotmail.com; m.tabatadze@mes.gov.ge; Giorgi.ghibradze@georoad.ge; l.devidze@smr.gov.ge; gukatopchishvili@ssg.gov.ge; iaghapishvili@csb.gov.ge; tgogishvili@geostat.ge; g.chkuaseli@mof.ge; g.razmadze@mof.ge; LLezhava@moc.gov.ge; nrukhadze@justice.gov.ge; marmaisuradze@justice.gov.ge
Subject : საჯარო პოლიტიკის ანალიზის ტრენინგ კურსი
Cc : Nino Sarishvili <nsarishvili@gov.ge>; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; nana.tsiklauri@undp.org; ggigauri@geccorporation.com
Received On : 09.10.2018 16:34
Attachments :

მოგესალმებით,

 

პირველ რიგში გმადლობთ, საჯარო პოლიტიკის ანალიზის ტრენინგ კურსში მონაწილეობის ინტერესისთვის.

 

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის რეფორმის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციამ, UNDP-ს მხარდაჭერით, დაიწყო საჯარო პოლიტიკის ანალიზის ტრეინინგ კურსის ჩატარება საჯარო მოხელეებისთვის. კურსის მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა საჯარო პოლიტიკის ანალიზის ძირითადი პრინციპების შესახებ, ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ მთავრობის პრიორიტეტების შესაბამისად, რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მუშაობა პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მაღალი, ევროპული სტანდარტის და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვაზე. შესაბამისად, ტრენინგ კურსი მიმართულია, საჯარო მოხელეებისთვის განახლებული სისტემის ადექვატური ცოდნის და უნარების გამომუშავებისკენ.

 

კურსი შედგენილია ბრიტანული საკონსულტაციო ორგანიზაციის „Public Administration International“-ის მიერ ექსპერტების - ფილიპ დეივისისა და კატარინა სტარონოვას ჩართულობით, ქართული გამოცდილების გათვალისწინებით და მას წარმართავენ ქართველი ტრენერები. კურსი შედგება სულ 9 მოდულისგან. ტრენინგის თითოეული მოდულისთვის განკუთვნილია 3 საათი, ხოლო დასკვნითი გამოცდისთვის - 2 საათი. შესაბამისად, კურსის ჯამური ხანგრძლივობა შეადგენს 29 საათს.

 

თქვენი ჯგუფის (მეორე) დეტალურ განრიგს (ტრენერის და ადგილის მითითებით) გიგზავნით თანდართული დოკუმენტის სახით. კურსი დაიწყება 23 ოქტომბერს და დასრულდება 28 ნოემბერს. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ ტრენინგის ჩატარების ადგილი მოდულის მიხედვით არის სხვადასხვა!

 

კურსის ტექნიკური მხარდაჭერისთვის გამოყენებულია დისტანციური სწავლების პლატფორმა www.ctconline.ge (MOODLE). პლატფორმაზე თქვენ რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოგივათ დამატებითი შეტყობინება. რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პლატფორმის ადმინისტრატორს: თამარ ნასყიდაშვილი,  ტელ.: 591400630, ელ. ფოსტა: tamar.naskidashvili@ctc.org.ge

 

სასწავლო ელექტრონულ პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდეგ მოგეცემათ წვდომა სასწავლო მასალებზე. როგორც თავდაპირველ კომუნიკაციაში იყო მითითებული, ტრენინგების პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, კანდიდატი დასწრებულ კურსზე დაშვებისთვის უნდა გაეცნოს 1-9 მოდულებისთვის განკუთვნილ საკითხავ მასალებს და მის საფუძველზე შეასრულოს პრე-ტესტი. ტესტის მიზანია, ტრენინგის დაწყებამდე ყველა მონაწილეს ჰქონდეს საბაზისო ცოდნა იმ საკითხებზე, რომლებიც განხილული იქნება ტრენინგზე. ყველა სავალდებულო მასალა არის ქართულ ენაზე.  ტესტის შევსება მოხდება პლატფორმაზე და შედეგიც ავტომატურად დაფიქსირდება. ტრეინინგ კურსის დასრულების შემდეგ საბოლოო გამოცდის შედეგების საფუძველზე გადმოგეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი. როგორც იცით, ყველა მოდულზე დასწრება არის სავალდებულო.

 

დამატებით ინფორმაციას კურსთან დაკავშირებით და ადმინისტრაციულ/ტექნიკურ საკითხებს შეგიძლიათ გაეცნოთ კურსის აღწერის დოკუმენტში. სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

 

გვაქვს თქვენთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი.

 

პატივისცემით,

გიორგი

 

 

cid:image001.png@01D3E6CF.643E7570GOV.GE

cid:image002.png@01D3E6CF.643E7570  cid:image003.png@01D3E6CF.643E7570  cid:image004.png@01D3E6CF.643E7570

Giorgi Bobghiashvili
Senior Policy Adviser

Policy Planning and Coordination Department

Administration of the Government of Georgia
7, Ingorokva str., 0114, Tbilisi, Georgia

M:  +995 598423100

T: +995 322 2990900, 2014

chart (2)