From : koba grialashvili <kobagrialashvli@gmail.com>
To : abuzaladze@mes.gov.ge; sshengelia@pog.gov.ge; s.kusiani@mia.gov.ge; adarakhvelidze@moc.gov.ge; gkhuntsaridze@gmail.com; lkhunashvili@mia.gov.ge; lbichikashvili@pog.gov.ge; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; sjaparidze@gov.ge
Subject : ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა
Received On : 05.07.2018 05:50

მოგესალმებით.

 

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 03 ივლისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გამართა შეხვედრა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ეფექტურობის შეფასებისა და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით.

აღნიშნულ შეხვედრაზე სახელმწიფო უწყებების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა გააკეთეს მოხსენებები, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და დამსწრე პირებმა გამოთქვეს მოსაზრებები არსებული პრობლემების და მისი გადაჭრის გზების შესახებ. სხდომის დასასრულს ასევე აღინიშნა, რომ კომიტეტი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ამ საკითხებზე და შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს.

ამ პროცესში ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია თქვენი აქტიური ჩართულობა და გამოცდილების გაზიარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, 12 ივლისამდე მოგვაწოდოთ თქვენი კონფეპტუალური ხედვები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების თაობაზე. წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით,

კობა გრიალაშვილი

საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
აპარატის უფროსი
ტელ: (+99532)2281319

მობ: 577 66 53 18