| From : | OGP Georgia <ogpgeorgia@gov.ge> |
| To : | OGP Georgia <ogpgeorgia@gov.ge> |
| Subject : | ღია მმართველობა საქართველოს მიმდინარე პროცესის შესახებ |
| Cc : | Elene Beradze <eberadze@geo.gov.ge>; Nino Sarishvili <nsarishvili@gov.ge>; Ketevan Tsanava <ktsanava@gov.ge>; Lili Lezhava <lililezhava@gov.ge>; Ana Barisashvili <abarisashvili@gov.ge>; nkherkheulidze@gmail.com |
| Received On : | 01.05.2019 13:09 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც
მოგეხსენებათ, საქართველოს
პრემიერ-მინისტრის,
ბატონი მამუკა
ბახტაძის გადაწყვეტილებით, 2019
წლის თებერვლიდან „ღია
მმართველობის პარტნიორობაში“ (Open Government Partnership - OGP)
საქართველოს მონაწილეობას
ეროვნულ და
საერთაშორისო დონეზე
კოორდინაციას საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაცია
უწევს.
OGP
საქართველოს
სამდივნოს ფუნქციას
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის პოლიტიკის
დაგეგმვისა და
კოორდინაციის დეპარტამენტი
შეასრულებს.
გაცნობებთ,
რომ, ამ
ეტაპზე, სამუშაო
შეხვედრები მიმდინარეობს
სამდივნოსა და
ფორუმის წევრ
სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლებს შორის.
სრული შემადგენლობით
ფორუმის მორიგი
შეხვედრის შესახებ
უახლოეს მომავალში
შეგატყობინებთ.
ღია
მმართველობა საქართველოს 2018-2019
წლების სამოქმედო
გეგმის პასუხისმგებელ
უწყებებს დამატებით
გაცნობებთ, რომ
მიმდინარე სამოქმედო
გეგმის შეფასების
დამოუკიდებელ მკვლევარად (Independent Reporting Mechanism –
IRM) OGP-ის
მიერ შერჩეულ
იქნა ბატონი
ნოდარ ხერხეულიძე
(საკონტაქტო
ელ. ფოსტა
იხილეთ წინამდებარე
წერილის ასლში).
მიმდინარე გეგმასთან
დაკავშირებით, OGP-ის
წესების თანახმად,
IRM ორ
ანგარიშს გამოაქვეყნებს:
-
საწყისი
ანგარიში (Design Report),
რომელშიც ყურადღება
გამახვილდება 2018-2019
წლების სამოქმედო
გეგმის შემუშავების
პროცესზე და
გეგმის ვალდებულებათა
შინაარსზე;
-
შესრულების
ანგარიში,
რომელიც ვალდებულებათა
განხორციელებისას მიღწეულ
შედეგებს შეაფასებს.
გაცნობებთ,
რომ საქართველოს
IRM მკვლევარი
უკვე მუშაობს
პირველად ანგარიშზე.
დოკუმენტის მომზადების
პროცესში მას
პასუხისმგებელ უწყებებთან
ინტერვიუების ჩატარება
დასჭირდება. გთხოვთ,
ამ მნიშვნელოვან
პროცესში აქტიურად
ითანამშრომლოთ ბატონ
ნოდართან.
აქვე
გაცნობებთ, რომ
უახლოეს მომავალში,
სამდივნოს წარმომადგენლები
თქვენთან ერთად,
საჭიროების მიხედვით,
განვაახლებთ ღია
მმართველობა საქართველოს
ფორუმის წევრთა
ჩამონათვალს და
მათ საკონტაქტო
ინფორმაციას.
ნებისმიერი
კითხვის შემთხვევაში,
გთხოვთ, დაუკავშირდეთ
ნინა სარიშვილს,
პოლიტიკის დაგეგმვისა
და კოორდინაციის
დეპარტამენტის უფროსს (nsarishvili@gov.ge; 599 85 00 50).
პატივისცემით,
|
ღია
მმართველობა
საქართველოს
სამდივნო T: 032990900, (2081) |