From : Tamar Iordanishvili <t.iordanishvili@mfa.gov.ge>
To : ksarajishvili@justice.gov.ge; Nino Gakharia <gakharia@mia.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; mkirvalidze@parliament.ge; george.jashi@sda.gov.ge; Goga Tabatadze <goga.tabatadze@mfa.gov.ge>; Tornike Nozadze <tnozadze@mfa.gov.ge>
Subject : 12 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრა
Cc : Salome Shapakidze <sshapakidze@mfa.gov.ge>; Victoria Baikova <v.baikova@mfa.gov.ge>
Received On : 08.02.2019 17:39
Attachments :

 

 

მოგესალმებით,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, ბოლო პერიოდში ისევ საგრძნობლად იმატა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა  რიცხვმა. ამის დასტურია, გასულ კვირას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან შვედეთის, გერმანიის, საფრანგეთის საბერძნეთისა და შვეიცარიის საქართველოში აკრედიტებული ელჩების ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც მათ მიერ დაყენებული იქნა  ხსენებული საკითხი.

 

ამასთანავე, აღსანიშნავია რომ  გარკვეული ქვეყნები (განსაკუთრებით შვედეთი)  აქტიურად  საუბრობენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების მექანიზმის  ამოქმედების საკითხის დაყენებაზე.

 

საქართველოდან ევროკავშირში უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად  საგარეო სამინისტროს მიერ შემუშავდა შესაძლო დამატებითი ზომების სამოქმედო გეგმა, რომელიც გეგზავნებათ დანართის სახით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული გეგმა წარმოადგენს პირველად სამუშაო ვერსიას და საჭიროებს საბოლოო ჩამოყალიბებას.

 

სამოქმედო გეგმის განხილვისა და შემდგომი ნაბიჯების დასახვის მიზნით, სამშაბათს, 12 თებერვალს 13:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება უწყებათაშორისი შეხვედრა, რომელსაც ჩვენი მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი გაუძღვება.

 

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ შეხვედრაში თქვენი მინისტრის მოადგილის, ასევე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მონაწილეობა. 

 

 

 

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

თამარი

 

 

cid:image001.png@01D38944.A207D4C0

 

Tamar Iordanishvili

Counsellor

Department of  European Integration

Ministry of Foreign Affairs of Georgia

Chitadze str. 4, Tbilisi 0118, Georgia

Tel: (+995 32) 2945000 (ext. 1303)

E-mail: t.iordanishvili@mfa.gov.ge