From : Lela Garsevanishvili <lgarsevanishvili@mfa.gov.ge>
To : Nino Gakharia <Gakharia@mia.gov.ge>; Davit Kalatozishvili <d.kalatozishvili@mrdi.gov.ge>; Mariam Gabunia <mgabunia@moesd.gov.ge>; Maia Makharashvili <mmakharashvili@moesd.gov.ge>; Ketevan Salukvadze <ksalukvadze@economy.ge>; Davit Shoshitashvili <d.shoshitashvili@mof.ge>; Natia Gabitashvili <ngabitashvili@mes.gov.ge>; Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Nugzar Dundua <ndundua@justice.gov.ge>; Guka Topchishvili <gukatopchishvili@ssg.gov.ge>; Shalva Kvinikhidze <skvinikhidze@es.gov.ge>; ლაშა ინაური <Lasha.Inauri@mepa.gov.ge>
Subject : 21 November Gov-to-Commission meeting
Cc : Archil Karaulashvili <akaraulashvili@mfa.gov.ge>; Salome Shapakidze <sshapakidze@mfa.gov.ge>; Bidzina Javakhishvili <bjavakhishvili@mfa.gov.ge>
Received On : 23.10.2018 05:40

მოგესალმებით,

 

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა, რომელზეც ერთ-ერთ განხილული საკითხი 21 ნოემბერს ქ. ბრიუსელში საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრა გახლდათ. ღონისძიების თაობაზე, ჩვენი ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციამ მინისტრების სახელზე დააგზავნა შესაბამისი წერილები.

 

კომისიის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ცალსახად ხაზი გაუსვა ამ შეხვედრის სათანადო დონეზე ორგანიზების მნიშვნელობას, რაც პირველ რიგში ქართული მხრიდან ახალი ინიციატივების წარდგენას მოიაზრებს.

 

21 ნოემბრის შეხვედრის მიზანია კონკრეტული მიმართულებების იდენტიფიცირება, საიდანაც საქართველომ შესაძლოა მიიღოს მეტი სარგებელი, მეტად გააღრმავოს თანამშრომლობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხებით განსაზღვრულ ჩარჩოებს მიღმა, მოხდეს კონკრეტული საჭიროებების უმაღლეს დონეზე გაჟღერება და ევროკავშირის მხრიდან მეტი ჩართულობის შესაძლებლობების განხილვა. შეხვედრის მიზანს არ წარმოადგენს ქართული მხარის მიერ ანგარიშის წარდგენა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული, ან სხვა სახის ვალდებულებების შესრულების თაობაზე, ან ევროკავშირის მხარის ინფორმირება მიმდინარე თუ გატარებული რეფორმების შესახებ, რაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პრეროგატივაა.

 

როგორც მოგეხსენებათ, ღონისძიების სცენარის მიხედვით, ჯერ გაიმართება 1 საათიანი გაფართოებული შეხვედრა ევროკომისრებისა და დარგობრივი მინისტრების მონაწილეობით, რომელსაც გაუძღვებიან ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტი. გაფართოებული შეხვედრა დასრულდება დელეგაციების ხელმძღვანელების ერთობლივი პრეს-განცხადებებით, რის შემდეგაც გაიმართება პარალელური შეხვედრები კონკრეტული ევროკომისრებისა და მინისტრების მონაწილეობით. პარალელური შეხვედრები დაჯგუფდება შემდეგი 3 თემატური მიმართულების მიხედვით:

          ეკონომიკა (ვაჭრობის ჩათვლით) და კომუნიკაციები;

        განათლება, მეცნიერება, ინოვაციები და კულტურა;

        მართლმსაჯულება და შიდა უსაფრთხოება (სამოქალაქო დაცვის (civil protection) ჩათვლით).

 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ევროკავშირი ინტენსიურად ემზადება შეხვედრისათვის. მიმდინარე კვირის ხუთშაბათამდე (25 ოქტომბერი), დასრულდება მოსამზადებელი სამუშაოს პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს განსახილველი საკითხების განსაზღვრასა და შეხვედრაში მონაწილე ევროკომისრების გამოვლენას. აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ ევროკომისიას იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთაც ქართული მხარე დააყენებს პარალელურ შეხვედრებზე, რათა შესაბამისმა ევროკომისარმა შეძლოს დროულად  საკითხის მომზადება და შეხვედრის ასახვა საკუთარ გრაფიკში. ასევე, ჩვენს ინტერესშია, მეტი მიმართულებით თემების შერჩევა, რაც თავის მხრივ მეტი ევროკომისრის მონაწილეობას უზრუნველყოფს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, მიმდინარე კვირის ბოლომდე, იდეალურ შემთხვევაში 25 ოქტომბრის ჩათვლით, მოგვწეროთ კონკრეტული საკითხების/ინიციატივების ჩამონათვალი, რომელთაც თქვენი ხელმძღვანელობა განიხილავს პარალელური შეხვედრებისას ევროკომისრებთან. პარალელურად, ვიმუშავებთ წარმოდგენილი წინადადებების დეტალიზაციასა და დასაბუთებაზე, მათ შორის მოსამზადებელ შეხვედრებზეც. აღნიშნულის თაობაზეც დამატებით გაცნობებთ.

 

პატივისცემით,

 

Lela Garsevanishvili

Deputy Director for European Integration

Directorate General for European Integration

Ministry of Foreign Affairs

Tel: (+995) 32 2 94 50 00- ext. 13-02