| From : | Salome Katcharava <salome@osgf.ge> |
| To : | "Undisclosed-Recipient:;"@localhost |
| Subject : | 5 წელი ასოცირების ხელშეკრულებიდან - მოწვევა მონიტორინგის შედეგების წარდგენაზე |
| Received On : | 06.02.2019 13:15 |
| Attachments : |
ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები 2014 წლიდან ახორციელებენ ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს სხვადასხვა სფეროებში.
ოთხშაბათს, 13 თებერვალს 10:30 საათზე სასტუმრო “Holiday Inn” საკონფერენციო დარბაზში წარვადგენთ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულების მონიტორინგის ანგარიშს. კონფერენციის მონაწილეებს მიმართავენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ვახტანგ მახარობლიშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი თამარ ხულორდავა და ევრკავშირის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება კარლ ჰარცელი.
ფონდის სახელით, პატივი მაქვს, მოგიწვიოთ აღნიშნულ კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრის დღის წესრიგი თანდართულა.
გთხოვთ, 11 თებერვლის ჩათვლით დაგვიდასტურებთ შეხვედრაში თქვენი მონაწილეობა მისამართზე salome@osgf.ge ან ტელეფონით: 225 04 63 (შიდა: 125).
პატივისცემით,
სალომე კაჭარავა