საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030102993044418
             № 01-145/ო 12 / ივნისი / 2018 წ.             
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონის 132- და 133- მუხლების, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებსაქართველოს კანონის 28- მუხლის,  ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის,           მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61- მუხლის შესაბამისად,

 

:

 

1. საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

) დავით  სერგეენკო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

) მაია ლაგვილავა - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

) ზაზა ბოხუა - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს წევრი;

) მარინა დარახველიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;

) მარინე  ბაიდაურისამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, საბჭოს წევრი;

) ვერა ბაზიარი  -  სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს შტატგარეშე მუშაკი, საბჭოს მდივანი;

) ავთანდილ თალაკვაძე - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის  (შემდგომში - დახმარების ცენტრი) დირექტორი, საბჭოს წევრი;

) ეკა კაპანაძე - დახმარების ცენტრის დაგეგმარების ხარისხისა და გამოძახებათა მართვის,  დეპარტამენტის დაგეგმარების სამმართველოს უფროსი,  საბჭოს წევრი;

) გია თვალავაძე - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს(შემდგომში - სააგენტო) უფროსი, საბჭოს წევრი;

) გიორგი  გოლიჯაშვილი - სააგენტოს დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი;

) ამირან გამყრელიძე - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) გენერალური დირექტორი, საბჭოს წევრი;

) მაია კერესელიძე - ცენტრის სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;

) ლელა შენგელია - ცენტრის  არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი.

2. საბჭოს მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

) თენგიზ ასათიანს - საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

) დავით გაგუას - შპს ,,დავით გაგუას კლინიკა”, გენერალური დირექტორი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

) ზაზა სინაურიძეს - კლინიკაპინეოსსამედიცინო დირექტორი, ასოციაციაპერინატოლოგიისგამგეობის თავმჯდომარე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

) ქეთევან ნემსაძეს - ,,გლობალმედისპედიატრიული კლინიკის დირექტორი, . ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის (აიეტი) პროფესორი, ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

) ია დავითაიას - საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, სს ,,ჩაჩავას კლინიკისნეონატოლოგიური სამსახურის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

) მაია ხერხეულიძეს - ,,.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსბავშვთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

) ივანე ჩხაიძეს - საქართველოს რესპირატორული ასოციაციის პრეზიდენტი, ,,.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსკლინიკური დირექტორი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

) ირინა ქაროსანიძეს - შპს ,,საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრისგენერალური დირექტორი, საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის თავმჯდომარე;

) ნიკოლოზ კინტრაიას - თსსუ მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

) თამარ ანთელავას - სამედიცინო კორპორაციაევექსისსამეანო სამსახურის უფროსი, თსსუ მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

) ხათუნა ლომოურს - თსსუ კლინიკური უნარჩვევების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, I საუნივერსიტეტო კლინიკის ნეონატალური განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

) კოტე ბოჭორიშვილს - შპს კლინიკა ,,ელიტეს“ (ზესტაფონი) დირექტორიმეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

) მამუკა ნემსაძეს - შპს  ,,№5 კლინიკური საავადმყოფოსსამეანო-გინეკოლოგიური სამსახურის უფროსი, მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი;

) არქიმანდრიტ ადამს (ვახტანგ ახალაძე) - საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

) რუსუდან კლიმიაშვილს - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი;

) თამარ უგულავას - გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ჯანდაცვის პროგრამის სპეციალისტი;

) ლელა ბაქრაძეს - გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) საქართველოს  ოფისის ხელმძღვანელი;

) ლიკა მიქაბერიძეს - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კონსულტანტი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში;

) მაკა გუმბერიძეს - ვიშნევსკაია-როსტროპოვიჩის ფონდის დირექტორი საქართველოში;

) თამარ სირბილაძეს - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Caucasus) ჯანმრთელობისა და სოციალური განვითარების რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი;

) მანანა აბულაძეს - „ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციისპრეზიდენტი, მეან-გინეკოლოგი.

3. დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის პოლიტიკისა და პროგრამების ცალკეული ასპექტების თემატური განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს და საკონსულტაციო პროცესში ჩართოს საქართველოს საპატრიარქოს, საერთაშორისო განვითარებითი სააგენტოებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

4. საბჭოს ამოცანებია:

) საქართველოში დედათა და ბავშვთა  ავადობისა და სიკვდილობის მონაცემებისა და ქვეყანაში არსებული ანტე-, პერი- და პოსტ-ნატალური სამსახურების სიმძლავრეების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს წინადადებები დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ეროვნული პოლიტიკისა და სახელმწიფო პროგრამების პრიორიტეტების  განსაზღვრის მიზნით;

) არსებული სიტუაციის შესწავლის საფუძველზე შეიმუშაოს წინადადებები ქვეყანაში მოქმედი რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უსაფრთხო დედობის, ჩვილ, მცირეწლოვან ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობისა და განვითარების სერვისების უწყვეტობის, თანმიმდევრულობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი საკანონმდებლო, პროგრამული და ადმინისტრაციული ღონისძიებების თაობაზე;

დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის შესახებ არსებული მონაცემების რეგისტრაციის, ანგარიშგებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეიმუშაოს წინადადებები და ხელი შეუწყოს რუტინული ადმინისტრაციული სტატისტიკის რეფორმასა და ინციდენტ-სპეციფიური ეპიდზედამხედველობის სისტემის დანერგვას;

) კომისიური განხილვის წესით უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით დარეგისტრირებული დედის გარდაცვალების, მკვდრადშობადობისა და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების ანონიმური შესწავლა, რათა მოხდეს ინდივიდუალური შემთხვევების მართვის პროცესში გამოვლენილი პრობლემებისა და ნაკლოვანებების სისტემური შესწავლა და დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სამსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

) უზრუნველყოს საბჭოს მუშაობის შედეგად მიღებული მონაცემებისა და რეკომენდაციების გავრცელება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირების, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისა და საზოგადოებისათვის აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების, განსახორციელებელი რეფორმებისა და ღონისძიებების თაობაზე ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით.

5. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - თავმჯდომარის მოადგილე.

6. საბჭოს სხდომები იმართება მინიმუმ წელიწადში 3-ჯერ. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაიმართოს დამატებითი სხდომები.

7. საბჭოს რეკომენდაციები მიიღება კენჭისყრით, საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, კონსენსუსის ვერ მიღწევის შემთხვევაში გადამწყვეტი  ხმის უფლებას იყენებს თავმჯდომარე.

8. საბჭოს წევრთა უფლება-მოვალეობანი:

საბჭოს წევრს უფლება აქვს:

.) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში;

.) ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს  საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას;

.) დროულად მიიღოს საბჭოს სხდომაზე მოწვევა;

.) დააყენოს საკითხი, ინიციატივა სამდივნოსთან შეთანხმებითკენჭისყრაზე;

.) მიიღოს ინფორმაცია საბჭოს საქმიანობის შესახებ;

.) დამატებითი სხდომის მოთხოვნით მიმართოს საბჭოს სამდივნოს.

საბჭოს წევრი პასუხისმგებელია:

.) დაიცვას წინამდებარე დებულება და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

.) გაუფრთხილდეს საბჭოს ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას;

.) არ გამოიყენოს საბჭოს წევრის სტატუსი პირადი ან ინსტიტუციური ინტერესების გასატარებლად;

.) დაესწროს და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ყოველ შეხვედრას. წევრები, რომლებიც წლის განმავლობაში არ დაესწრებიან სხდომათა 51%, დატოვებენ საბჭოს შემადგენლობას, საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით;

.) საბჭოს თავმჯდომარის/მოადგილის/სამდივნოს მიმართვის საფუძველზე შეასრულოს ტექნიკური და საექსპერტო სამუშაო საბჭოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;

.) მიწვევის შემთხვევაში აქტიურად ითანამშრომლოს თემატური ჯგუფების მუშაობაში;

.) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცალკეული საკითხის განხილვაში, მათ შორის ელექტრონული მიმოწერის ფორმატში.

9. საბჭოს სამდივნოს ფუნქციის შესრულება დაევალოს  სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს:

) საბჭოს სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება 4 წევრით:

.) ვერა ბაზიარი - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს შტატგარეშე მუშაკი;

.) მარინე ბაიდაური - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

.) ალექსანდრა ხიტალიშვილი - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს სპეციალისტი;

.) ანა გორგიშელი - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.

)   სამდივნო უფლებამოსილია:

.) ორგანიზება გაუწიოს საბჭოს შეხვედრებს. შეადგინოს დღის წესრიგი, მოამზადოს შეხვედრისთვის  საჭირო  დოკუმენტაცია;

.) მოამზადოს თითოეული სხდომის ოქმიშეინახოს მასალები, კორესპოდენცია, პრეზენტაციები;

.) მოიწვიოს საბჭოს წევრები სხდომებზე;

.) აწარმოოს საბჭოს წევრთა დასწრების  აღრიცხვა;

.შექმნას თემატური ჯგუფები საბჭოს წევრთა და  საჭიროების შემთხვევაშიდარგის მოწვეული ექსპერტების შემადგენლობით, აქტუალურ საკითხებზე სამუშაოდ;

.) დაამუშავოს დედათა და ბავშვთა გარდაცვალების სამედიცინო დოკუმენტაცია და მიაწოდოს განსახილველად  განსაზღვრულ ექსპერტთა ჯგუფს;

.) მონაწილეობა მიიღოს დარგში არსებული სიტუაციური ანალიზის მომზადებაში და განსახილველად წარადგინოს  საბჭოს სხდომაზე;

.თავჯდომარეს წარუდგინოს  საბჭოს მუშაობის წლიური ანგარიში

10. საბჭოს წევრის სტატუსის გაუქმება:

) საბჭოს წევრის სტატუსის გაუქმება ხდება მისი წერილობითი მომართვის საფუძველზე ან საბჭოს გადაწყვეტილებითიმ შემთხვევაში, როდესაც:

.) საბჭოს წევრი არ  ესწრება არასაპატიო მიზეზით სხდომათა 1/3-ზე მეტს წლის განმავლობაში;

.) საბჭოს წევრი უარს აცხადებს ამ ბრძანებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებაზე.

11. ძალადაკარგულად გამოცხადდესდედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 31 მაისის №01-127/ ბრძანება.

12. ბრძანება ლაშია ხელმოწერისთანავე.


 

მინისტრი
დავით სერგეენკო