From : Elene Godziashvili <E.Godziashvili@ncdc.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : CDC დირექტორის ვიზიტი საქართველოში
Received On : 25.04.2019 12:54
Attachments :

ა.წ. 23-25 მაისს (სამუშაო დღეებია: 23, 24, 25 მაისი) დაგეგმილია აშშ-ის CDC (Centers for Disease Control and Prevention) დირექტორის - ბატონი რობერტ რედფილდის ვიზიტი საქართველოში.

 

მთავარი მასპინძელი ორგანიზაციები: აშშ-ის CDC სამხრეთ კავკასიის ოფისი, აშშ-ის საელჩო საქართველოში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

 

ვიზიტის მიზანი: ბ-ნი რედფილდისთვის საქართველოს პარტნიორულ ორგანიზაციებსა (MOH, NCDC, MOA, LMA, NFA, კერძო კლინიკები) და CDC-ის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მიღწევების წარდგენა, CDC-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით წარმატებული შედეგების გაზიარება.

 

ძირითადი შეხვედრები: გაფართოებული შეხვედრა დკსჯეცში, ჯანდაცვის მინისტრთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, პრემიერ მინისტრთან, (სავარაუდო შეხვედრა მის უწმინდესობასთან - პატრიარქთან), CDC-ის წარმომადგენლობითი ოფისის დაარსებიდან 10 წლის საიუბილეო ღონისძიება.

საქმიან შეხვედრებს შორის მოაიზრება კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებაც.

 

მისი სამუშაო განრიგი ჯერჯერობით შემუშავების პროცესშია და წარმოგიდენთ, როგორც კი დასრულდება.

 

მაიკო, თუ რაიმე დამატებითის დაზუსტება გინდა, შემეხმიანე. წერილს თან ვურთავ მოკლე ბიოგრაფიას.

 

 

პატივისცემით,

 

ელენე გოძიაშვილი

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის

საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო

აშშ-ის პროგრამების კოორდინატორი

BMJ-ის პროექტის ეროვნული კოორდინატორი

 

ტელ.: 116 001-(711)

მობ.: 591708197

მის: თბილისი, 0198, კახეთის გზატკეცილი 99

cid:image001.png@01D46ABC.00CBD020