| From : | Salome Shakarishvili <sshakarishvili@moc.gov.ge> |
| To : | kgoginashvili@moh.gov.ge; gakharia@mia.gov.ge; e.machavariani@mia.gov.ge; mnikoleishvili@moh.gov.ge |
| Subject : | CPT's visit to Georgia |
| Cc : | Elene Beradze <eberadze@moc.gov.ge> |
| Received On : | 03.09.2018 12:36 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
ევროპის
საბჭოს
წამების,
არაადამიანური
და
ღირსების
შემლახველი
მოპყრობისა
თუ
დასჯის
პრევენციის
კომიტეტის (CPT)
სამდივნოსგან მივიღეთ დამატებითი წერილი, სადაც მითითებულია იმ დახურული ტიპის დაწესებულებების შესახებ, რომელთა მონახულებასაც გეგმავენ დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში. როგორც წერილიდან
გაეცნობით (პარაგრაფი 2, მეორე ნაწილი) სამდივნოს წინასწარ ესაჭიროება დამატებითი ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის აკ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით.
გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოთ წერილის მე-3 პარაგრაფზე, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნულია კომიტეტის მანდატის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ რწმუნების
ფურცლები, ე.წ. credential, აუცილებლად უნდა შეიცავდეს თავისუფლებააღკვეთილ/შეზღუდულ პირებთან ინდივიდუალური შეხვედრებისა
და პირადი საუბრის შესაძლებლობას მიყურადების გარეშე, CPT
სტანდარტების შესაბამისად.
როგორც თქვენთვის ცნობილია, დელეგაციის წევრები, ვიზიტის ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ხვდებიან საქართველოში მათ მოკავშირე ოფიცერს (liaison
officer) - ელენე ბერაძეს. ამდენად, გთხოვთ, ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია (credentials და
მიმაგრებული წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია) ინგლისურ ენაზე მოგვაწოდოთ
არა უგვიანეს 6 სექტემბერს, რათა, თავის მხრივ, ელენე ბერაძემ მოახერხოს სამდივნოსა და დელეგაციის წევრებისათვის ამ ინფორმაციის მიწოდება და გაცნობა.
ამასთანავე, კომიტეტის სამდივნოსთან ვათანხმებთ შეხვედრების დღის წესრიგებს: 10 სექტემბრის შეხვედრების განრიგი, რომელიც თქვენთვისაც ცნობილია, სამდივნოსგანაც დადასტურებულია.
ვინაიდან დელეგაციის წევრების ნაწილი 21
სექტემბერს მიემგზავრება,
სამდივნოს თხოვნით,
განრიგი შესაძლოა შემდეგნაირად დაიგეგმოს:
09:00 -10:00 შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, ქალბატონ თეა წულუკიანთან;
10:30 – 11:30 შეხვედრა საქართველოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ბატონ დავით სერგეენკოსთან;
12:00 – 13:00 - შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ბატონ გიორგი გახარიასთან.
ბატონი გიორგი გახარიას შეხვედრის დრო არ შეცვლილა.
გთხოვთ, შეათანხმოთ და გვაცნობოთ ბატონ დავით სერგეენკოსთან შეხვედრის დრო.
P.S.
სამდივნოსაგან ნებისმიერი ახალი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მოგაწვდით ყველა სიახლეს.
საუკეთესო სურვილებით,
|
|
სალომე შაქარიშვილი წამყვანი სპეციალისტი ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველო საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მის:
ზურაბ ანჯაფარიძის
27, 0186
თბილისი,
საქართველო ელ-ფოსტა:
sshakarishvili@moc.gov.ge
საკონტაქტო ნომერი: +995 595351919 ვებ-გვერდი: http://www.moc.gov.ge Think before you print!
|