მოგესალმებით ქალბატონო მარინა,
პირველ რიგში C/Can City Cancer Challenge-ის სახელით მადლობას გიხდით ინიციატივის “თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი” წარდგენის ცერემონიაზე მობრძანებისათვის და ძალიან საინტერესო პრეზენტაციისთვის.
ჩვენი თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობის განხილვას, სამინისტროდან წარმომადგენელ წევრზე გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ მოკლე შეხვედრას ამ კვირის რომელიმე დღეს, გთხოვთ მომწეროთ თქვენთვის მისაღები დღე და დრო.
დამატებითი ინფორმაციისთვის გიგზავნით აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობის ზოგად (გზამკვლევს) სიას და ინიციატივის იმპლემენტაციის პერიოდის აღწერას.
იმედს გამოვთქვამ რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.
პატივისცემით,
გვანცა ხიზანიშვილი