From : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>
Subject : FW: იაპონიის დელეგაციის ვიზიტი
Received On : 17.07.2018 12:21
Attachments :

გოგოებო მოინიშნეთ ეს ღონისძიება

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

MOH 1 Logo-GEO

 

From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: Friday, July 6, 2018 4:30 PM
To: David Sergeenko
Cc: Maia Lagvilava; Sopo Belkania
Subject:
იაპონიის დელეგაციის ვიზიტი

 

ბატონო დავით,

 

მოგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ხორციელდება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (ISTC) G-2229 პროექტი  “საქართველოში კარბაპენემ-რეზისტენტული ენტერობაქტერიების ეპიდემიოლოგია“, რომელიც მიმდინარეობს იაპონიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან და ანტვერპენის უნივერსიტეტის სამედიცინო მიკრობიოლოგიის დეპარტამენტთან თანამშრომლობით.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში პირველად საქართველოში (ასევე, პირველად - კავკასიის რეგიონში)  შესწავლილ იქნა კარბაპენემ-რეზისტენტული ენტერობაქტერიების მიერ გამოწვეული ინფექციების რისკ-ფაქტორები და კარბაპენემ-მაპროდუცირებელი გენები. ამჟამად მიმდინარეობს კარბაპენემ-რეზისტენტული ენტერობაქტერიების შტამების სრული გენომური სექვენირება.

 

პროექტის წარმატებული მიმდინარეობიდან გამომდინარე, იაპონიის მხარემ გამოთქვა სურვილი, კიდევ უფრო განავითაროს თანამშრომლობა საქართველოსთან, ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის, ანტიბიოტიკების მართვისა და რეზისტენტული გენების შესწავლის საკთხებზე.

 

აღნიშნული მიზნით, მიმდინარე წლის 13-16 აგვისტოს საქართველოს ეწვევა  იაპონიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის 4 კაციანი დელეგაცია, ცენტრის დირექტორი - პროფესორ ნორიო ოჰმგარის ხელმძღვანელობით. (Prof. Norio Ohmagari, M.D., M.Sc., Ph.D. - Director, Disease Control and Prevention Center, National Center for Global Health and Medicine Hospital / WHO Collaborating Centre for Prevention, Preparedness and Response to Emerging Infectious Diseases).

 

ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისთან, ანტიმიკრობული რეზისტენტობის პოლიტიკის  განმხორციელებლებთან, სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან. იაპონელების თხოვნაა, შეხვედრა გაიმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, რათა განხილულ იქნას მომავალი თანამშრომლობის გზები, მათ შორის - იაპონია-საქართველოს ერთობილი პროექტის წარდგენის შესაძლებლობა იაპონიის მთავრობის საერთაშორისო ერთობლივი კვლევების პროგრამაზე - SATREPS (იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (JST) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივპროგრამა, რომელიც მხარს უჭერს იაპონიისდა განვითარებადი ქვეყნების  გლობალური პრობლემების ერთობლივ კვლევებს).

 

იაპონიის დელეგაციის მაღალი დონისა და იაპონიასთან პარტნიორული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, შესაძლებლობების ფარგლებში, დაიგეგმოს შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, თუ ეს შესძლებელი იქნება თქვენი ხელმძღვანელობით - 13-14 აგვისტოს, თქვენთვის მისაღებ დროს. იმ შემთვევაში, თუ თქვენი დატვირთული გრაფიკი არ იძლევა აღნიშნული შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას, გთხოვთ შეხვედრის წარმართვის დელეგირება მოხდეს  მინისტრის მოადგილესთან.

 

დანართის სახით  წარმოგიდგენთ იაპონიის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის წინასწარ პროგრამას.

 

 

პატივისცემით,

 

ამირან