From : Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : FW: მოწვევა TAIEX-ის შეხვედრებზე, უსაფრთხო სისხლი-18 და 20 ივნისი
Received On : 19.06.2018 10:59
Attachments :

 

 

From: Eteri Kipiani [mailto:kipiannie@gmail.com]
Sent: Saturday, June 16, 2018 7:46 PM
To: Zaza Bokhua
Cc: Natia Nogaideli
Subject:
მოწვევა TAIEX-ის შეხვედრებზე, უსაფრთხო სისხლი-18 და 20 ივნისი

 

ბატონო ზაზა,

 

მოგეხსენებათსაქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს სისხლის უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის ჰარმონიზაციას შეთანხმებით განსაზღვრულ შესაბამის დირექტივებთან.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მიიღო ევროკავშირის დახმარება ევროპის კომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) სახით, რომლის ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ევროპის კომისიის ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარე წლის 18-20 ივნისს დაგეგმილია ევროკავშირის ექსპერტების (ესპანეთი, ხორვატია) მისია საქართველოში. მისიის ფარგლებში, 18 და 20 ივნისს ჩატარდება შეხვედრები ცენტრსა და სამინისტროში, რომლებიც მიეძღვნება ექსპერტების მიერ ევროდირექტივების დეტალურ განხილვას, ინტერაქტიულ ფორმატში ინფორმაციის გაზიარებას სისხლის კომპონენტების წარმოების სტანდარტებზე, სისხლის ბანკების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებზე, ევროპის ქვეყნებში სისხლის ტრანსფუზიის სამსახურების ორგანიზაციულ მოდელებზე და ხარისხის გარე კონტროლის პროგრამებზე. მისიის განმავლობაში შედგება სამუშაო შეხვედრები და ექსპერტების მიერ მომზადდება რეკომენდაციები საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის საქმიანობის სალიცენზიო მოთხოვნების განახლების და საქართველოში სისხლის სამსახურის ორგანიზაციული მოწყობის საკითხებზე.

 

გვაქვს პატივი მოგიწვიოთ მიმდინარე წლის 18 და 20 ივნისს დაგეგმილ შეხვედრებზე. აქვე გაცნობებთ, რომ 18 ივნისს შეხვედრა ჩატარდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ახალ შენობაში (ალექსეევკის დასახლება 3/კახეთის გზატკეცილი 16, ლუგარის ცენტრის მიმდებარედ), ხოლო 20 ივნისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (აკწერეთლის გამზირი 144, მე-8 სართული).

 

მოხარულნი ვიქნებით, თუ შეძლებთ დაესწროთ ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას. თქვენ ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში სისხლის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით.

 

 

პატივისცემით,

 

ეთერი ყიფიანი

პროგრამების მართვის სამმართველოს უფროსი

სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტი

სსიპ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

მობ.: 577-282810

ელ. ფოსტაe.kipiani@ncdc.ge