From : hr <HR@moh.gov.ge>
To : everymoh@moh.gov.ge <'everymoh@moh.gov.ge'>
Subject : FW: საინფორმაციო-სასწავლო კურსი - საარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსი
Received On : 09.10.2020 11:54
Attachments :

 

მოგესალმებით,

 

გიგზავნით, საჯარო სამსახურის ბიუროს წერილს. გთხოვთ შეავსოთ მოცემული ბმული და გვაცნობოთ 2020 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით.

 

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა გოჩა ლორთქიფანიძემ, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების, თანამდებობრივი/სამსახურებრივი მდგომარეობის არამართლზომიერად გამოყენების შესახებ და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების, მასში მონაწილეობის წესების დარღვევის პრევენციის უზრუნველსაყოფად.

 

მემორანდუმით გათვალისწინებულია დისტანციური საინფორმაციო-სასწავლო კურსისსაარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსი - საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და რეაგირება დარღვევებზეგანხორციელების ხელშეწყობა. აღნიშნული კურსი შემუშავებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ და იგი განკუთვნილია საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის.

 

აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირები მიიღებენ იმ ცოდნას, გამოცდილებასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომელიც საჭიროა ქვეყანაში სამართლიანი და სანდო არჩევნების ჩასატარებლად, ასევე, ხელს შეუწყობს ჩამოყალიბდეს პოლიტიკურად ნეიტრალური და მაღალი ორგანიზაციული კულტურის ეთიკურ პრინციპებზე დამყარებული  საჯარო სამსახური.

 

საინფორმაციო-სასწავლო კურსისსაარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსი - საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და რეაგირება დარღვევებზეგასავლელად გადადით შემდეგ  ბმულზე .

 

https://electiontraining.cec.gov.ge/Account/Login?ReturnUrl=%2FCourse%2FIndex%2F4%3Ffbclid%3DIwAR0wmHF6kEpKeBzLkj8Fao1o7lko72zFWhmFlHuvcg5_u8rQxA1da39x08Q

 

ასევე, გთხოვთ, სტატისტიკის მიზნებისთვის, მოგვაწოდოთ ინფორმაცია რამდენმა თანამშრომელმა გაიარა აღნიშნული საინფორმაციო-სასწავლო კურსი.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.

 

 

პატივისცემით,

საჯარო სამსახურის ბიურო

 

საუკეთესო სურვილებით,

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144,  თბილისი, საქართველო,  0159

 

MOH 1 Logo-GEO