| From : | Mariam Jajanidze <mjajanidze@gov.ge> |
| To : | mnikoleishvili@moh.gov.ge |
| Subject : | FW: შეხევდერა GRB -ის თემაზე |
| Received On : | 07.11.2018 08:39 |
| Attachments : |
მაია,
შეხვედრაზე იქნებიან ელიზაბეტ კლაცერი - ექსპერტი, პატრიცია როზა გარსია - ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი, ანანო სამუშია - პროექტის თანამშრომელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის როლს შეასრულებს.
ექსპერტს აქვს სურვილი რომ განახლებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა ჩართულ მხარეს
GRB-ის შესახებ და სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრებს.
საუკეთესო სურვილებით,
მარიამი
From: Sopo Japaridze
Sent: სამშაბათი,
ოქტომბერი 23, 2018
წელი 6:06 PM
To: tbarkalaia@moh.gov.ge
Cc: mgotiashvili@moh.gov.ge; Mariam Jajanidze
Subject:
Importance: High
თამუნა და მაია მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2017 წლის 12 ოქტომბრიდან, ევროკავშირის მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი - „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის
მხარდაჭერა.“ პროექტის მთავარი მიზანია უწყებათაშორისი კომისიის ინსტიტუციური გაძლიერება და გენდერული თანასწორობის სფეროში, ეფექტიანი საკოორდინაციო მექანიზმების განვითარება.
პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საჯარო მოხელეების ცოდნის დონის ამაღლება გენდერული ბიუჯეტირების საკითხებში. ამ ეტაპზე, ავსტრიიდან მოწვეული ექსპერტის ელიზაბეტ კლაცერის ჩართულობით, მიმდინარეობს
მუშაობა საპილოტე სახელმწიფო უწყებებთან: შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
პროექტის ფარგლებში, გენდერული ბიუჯეტირების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში განხორციელდა ვიზიტი ავსტრიაში (ვენა) ზემოთ აღნიშნული უწყებების წარმომადგენლების
მონაწილეობით. ვიზიტის მიზანი იყო ავსტრიის გენდერული ბიუჯეტირების პოლიტიკის, პრაქტიკისა და მექანიზმების გაცნობა.
გაცნობებთ, რომ პროექტის ფარგლებში შემდგომ საქმიანობად დაგეგმილია ექსპერტის ელიზაბეტ კლაცერის ვიზიტი საქართველოში 12 ნოემბრის კვირაში. ვიზიტის ფარგლებში ვგეგმავთ, როგორც ორმხრივ შეხვედრებს, ასევე სამუშაო შეხვედრას
სასწავლო ვიზიტში მონაწილე პირებთან. შეხვედრის მიზანია შემუშავდეს დოკუმენტი, სადაც ეტაპობრივად გაიწერება გენდერულ ბიუჯეტირებაზე გადასვლის პროცესი. ორმხრივი შეხვედრები დაიგეგმება შემდეგი უწყებების წარმომადგენლებთან:
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი;
3. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო;
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
8. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
9. სახელმწიფო აუდიტის სამსახური;
10. ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.
ორმხრივი შეხვედრები გაიმართება 12, 13 და 14 ნოემბერს.
გთხოვთ, გვაცნობოთ რამდენად მისაღებია თქვენთვის ექსპერტთან შეხვედრა 12 ნოემბერს 17:00 საათზე.
პატივისცემით,
|
სოფო
ჯაფარიძე Sopo Japaridze ადამიანის
უფლებათა
და
გენდერული
თანასწორობის
საკითხებში Assistant to Prime Minister on Human Rights and Gender Equality Issues
Administration of the Government of Georgia 7, Pavle Ingorokva Street, Tbilisi, 0114 M: +995 577 13 30 30 |
|