From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : FW: C ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრის გამართვის მიზნით
Received On : 31.01.2019 13:15
Attachments :

 

 

From: Maia Tsereteli [mailto:mtsereteli2002@yahoo.com]
Sent: 15 January, 2019 18:19
To: Ekaterine Adamia
Cc: Amiran Gamkrelidze ; Amiran Gamkrelidze
Subject: Fw: C
ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრის გამართვის მიზნით

 

ეკა,

გიგზავნი ბატონი ამირანის გაგზავნილ წერილს თანდართული ფაილებით, მხოლოდ სამოქმედო გეგმის დოკუმენტია მცირედ განახლებული.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

მაია

 

Maia Tsereteli, MD, PhD.

Head of Department
HIV/AIDS, Hepatitis, STI & TB
National Center for Disease Control and Public Health

9 Asatiani str., Tbilisi 0177, Georgia
Tel.: 995 (32) 2 397517 Ext: 118;
Cell: 995 (599) 579074
E-mail: maia.tsereteli@ncdc.ge
mtsereteli2002@yahoo.com

 

 

----- Forwarded Message -----

From: Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>

To: MaiaTsereteliYahoo <mtsereteli2002@yahoo.com>

Sent: Tuesday, January 15, 2019, 6:12:11 PM GMT+4

Subject: FW: C ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრის გამართვის მიზნით

 

 

 

From: Amiran Gamkrelidze
Sent: Thursday, January 10, 2019 6:52 PM
To: dsergeenko@moh.gov.ge
Cc: 'Maia Lagvilava'; Sopo Belkania; Marina Darakhvelidze
Subject: C
ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრის გამართვის მიზნით

 

 

ბატონო დავით,

 

მოგეხსენებათ, საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სტრატეგიული მიზნებიდან რამდენიმე მიმართულება სრულად ან ნაწილობრივ განეკუთვნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პასუხისმგებლობას, კერძოდ:

v  ვირუსული ჰეპატიტების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება

v  С ჰეპატიტის ეპიდზედამხედველობა

v  С ჰეპატიტის გადაცემის კონტროლი

v  С ჰეპატიტით ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება სკრინინგის, ტესტირების, მოვლისა და მკურნალობის სერვისების გაფართოებით

ასევე, C ჰეპატიტის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მიერ 2018 წლის ნოემბერში გამართული შეხვედრის ფარგლებში მოწოდებული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელება ცენტრის უშუალო ვალდებულებას წარმოადგენს, მათ შორის С ჰეპატიტით ინფიცირებულთა აქტიური გამოვლენა,  С ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი პირების შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობაში ჩართვა და ..

 

მოგახსენებთ, რომ С ჰეპატიტის სკრინინგის მონაცემებით (დეტალური ანალიზი წარმოდგენილია თანდართულ დანართში) დღეის მდგომარეობით დასკრინულია 1,2 მლნ-ზე მეტი მოზრდილი პირი და მათ შორის გამოვლენილია 106 ათასზე მეტი სკრინინგით დადებითი პირი, 2019-2020 წლებში დასასკრინია 1,7 მლნ მოზრდილი პირი და მათში გამოსავლენია 100 ათასი С ჰეპატიტით ინფიცირებული (ანტისხეულდადებითი) პირი. ამავე პერიოდში შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებში ჩასართავია 23 ათასზე მეტი სკრინინგით დადებითი პირი, რომელთაც არ მიუმართავთ С ჰეპატიტის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის დიაგნოზის დადასტურებისა და მკურნალობაში ჩართვის მიზნით.

 

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, C ჰეპატიტის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ცენტრის მიერ მომზადდა 2019-2020 წლებში განსახორციელებელი ღონისძიებების სამუშაო გეგმის პროექტი, ასევე წინადადებები პირველადი ჯანდაცვის სექტორის როლის ასამაღლებლად C ჰეპატიტით ინფიცირებულთა აქტიურ გამოვლენაში, მათთვის საყოველთაო ჯანდაცვისა და სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამებში შესაბამისი ვალდებულებების განსაზღვრის მიმართულებითრომელიც საჭიროებს განხილვას ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელი სამსახურების წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებთან ერთად, რათა აღნიშნულ წინადადებებს მიეცეს საბოლოო სახე და აისახოს ოფიციალურ დოკუმენტებში.

 

ამასთან, გლობალური ფონდის პროექტის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ცენტრალური ხელისუფლების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით 2019 წლიდან ფართოვდება  C ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შიდსზე და ტუბერკულოზზე ტანდემ ტესტირების წარმატებული პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში, თუმცა აღნიშნული პროექტი საჭიროებს ყველა რეგიონზე განვრცობას, რასაც ესაჭიროება დაახლოებით 12-13 მლნ ლარი ტესტებისა და სახარჯი მასალების ჩათვლით, რათა დასასკრინი მოზრდილი მოსახლეობა ერთხელ მაინც გაიტესტოს შესაბამის ინფექციებზე, ამ თანხიდან ადგილობრივი თვითმმართველობების წილი შეადგენს 3,0 მლნ ლარს პირველადი ჯანდაცვის ექიმებისათვის ინსენტივების დასაფინანსებლად. სამეგრელოს პილოტისგან განსხვავებული მიდგომებია შესამუშავებელი დიდი ქალაქებში (როგორებიცაა თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, თელავი) მცხოვრები მოზრდილი მოსახლეობის სკრინინგებით მოსაცველად, შესაძლებელია მომზადდეს წინადადებები გარკვეულ ჯგუფებში С ჰეპატიტზე უფასოდ სკრინინგის მანდატორულად შემოღებაზე და ..

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, იანვარში თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დღეს, მზად ვართ ცენტრში ორგანიზება გავუკეთოთ ზემოაღნიშნულ შეხვედრას, რომელზეც მოხდება სხვადასხვა საინტერესო იდეების გენერირება და აზრთა თავისუფალი გაცვლის საფუძველზე მომზადდება С ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე 2019-2020 წლებში განსახორციელებელი აქტივობების სამუშაო რუქა.

გთხოვთ, თქვენ გადაწყვეტილებას.

 

პატივისცემით,

 

ამირანი