| From : | Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: CDC-ის დირექტორის რობერტ რედფილდის ვიზიტთან დაკავშირებული ინფორმაცია |
| Received On : | 16.05.2019 12:01 |
| Attachments : |
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: Thursday, May 16, 2019 3:06 PM
To: David Sergeenko
Cc: Tamar Gabunia
Subject: CDC-
Importance: High
ბატონო დავით,
წარმოგიდგენთ CDC-ის დირექტორის ბატონი რობერტ რედფილდის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით პროგრამასა და საინფორმაციო მასალებს. აღნიშნული ინფორმაცია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ჟენევაში გენერალური ასამბლეის ფარგლებში ბ-ნ რედფილდთან 21 მაისს დაგეგმილი ბილატერალური შეხვედის დროს.
მოგახსენებთ, რომ ბ-ნი რედფილდი თბილისში ჩამოდის 23 მაისს, გამთენიისას და იმავე დღეს იწყება მისი სამუშაო ვიზიტი, ხოლო 26 მაისს მიფრინავს ყაზახეთში. მას თან ახლდება დელეგაცია, რომლის წევრებს წარმოადგენენ:
ბ-ნი მიჩ ვულფი - ვაშინგტონის CDC ხელმძღვანელი
ქ-ნი კრისტა კაპოზოლა - CDC ფინანსური დირექტორი
ბ-ნი ჰიუ გრინი - CDC -ის დირექტორის პირადი თანაშემწე
ქ-ნი კატერინა რობინსონი - CDC გლობალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორი
ქ-ნი სარა ჰეჯისი - CDC სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი ატლანტიდან
ქ-ნი ბეთ სკაგსი - CDC სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
თანდართულ დოკუმენტაციაში იხილავთ მათ ბიოგრაფიებს. ვიზიტის პროგრამის შესადგენად, უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა CDC / ატლანტის ოფისის წინასწარი დაგეგმვისა და ორგანიზების ჯგუფი, რომელმაც დღის წესრიგში განსაზღვრული აქტივობები შეადგინა CDC-ის მიზნებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
აღნიშნული პროგრამისა და ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე თქვენი პირადი ჩართულობა განსაკუთრებულია. ამასთან დაკავშირებით გიგზავნით ჩემს მოსაზრებებს და შეხვედრებსა და აქტივობებზე დეტალურ ინფორმაციას:
23 მაისს, ბ-ნი რედფილდის სამუშაო დღის წესრიგში ჩანიშნულია თქვენთან შეხვედრა სამინისტროში (14:00სთ-14:45სთ), რომელსაც ამერიკული მხრიდან დაესწრება სრული დელეგეცია ზემოხსენებული პირების ჩათვლით. გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას, ქართული მხრიდან ვინ უნდა დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას. აქვე გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წამოწეულ საკითხებთან ერთად, CDC-ის დელეგაციამ გამოთქვა ინტერესი, შეხვედრაზე გაეცნოს შემდეგ საკითხებს:
ჩამოთვლილი საკითხებიდან უკანასკნელ ორ საკითხზე, იხილავთ ინფორმაციას თანდართული დოკუმენტების სახით.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელობისა და CDC-ის აქტიური ჩართულობიდან გამომდინარე, ბ-მა რედფილდმა გამოთქვა სურვილი ასევე შეხვდეს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის კომისიის წევრებს გაფართოებული შემადგენლობით. ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა შეხვედრა სამინისტროს დიდი ბრიფინგის ოთახში (15:00სთ-16:00სთ.), რომელსაც ამერიკული მხრიდან დაესწრება CDC-ის დირექტორი დელეგაციასთან და CDC-ის ადგილობრივი ოფისის HCV ჯგუფთან ერთად. შეხვედრაზე გაკეთდება 15 წუთიანი მოკლე პრეზენტაცია პროგრამის პროგრესის შესახებ და შემდეგ მრგვალი მაგიდის ფორმატში კომისიის წევრებს საშუალება ექნებათ კომპტენციების ფარგლებში უპასუხონ ბ-ნი რედფილდის შეკითხვებს. პრეზენტაციის პროექტს იხილავთ ასევე თანდართული ფაილის სახით. სასურველია პრეზენტაცია წარმოადგინოს სამინისტროს ტოპ-მენეჯმენტმა ან ვისაც თქვენ მიზანშეწონილად მიიჩნევთ. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდებათ HCV განახლებული პროფაილი და გაფართოებული პრეზენტაციის ნაბეჭდი ვერსია.
სამინისტროში შეხვედრის შემდეგ, ბ-ნი რედფილდის სურვილია, ეწვიოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული ზიანის შემცირების ერთ-ერთ ცენტრს (ახალი ვექტორი), სადაც ჩვენი მხრიდან თან ვახლდებით მე, ქ-ნი ირმა ხონელიძე და ქ-ნი ქეთი სტვილია.
23 მაისს, საღამოს (20:00სთ-ზე რესტორანში "კოპალა") სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სახელით გაიმართება ვახშამი, რომელსაც დაესწრება დაახლოებით 25 ადამიანი, აქედან CDC-ის სრული დელეგაციის, ადგილობრივი CDC ოფისის რამდენიმე თანამშრომლისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლობით 15 პირამდე, დანარჩენი 10 სამინისტროსა და NCDC-ის ტოპ-მენეჯმენტი.
24 მაისს, 09:00სთ-09:45სთ, ჩაინიშნა CDC-ის დელეგაციის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც, როგორც ჩემთვის ცნობილია, დაეწრებით თქვენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან - ბ-ნ ლევან დავითაშვილთან ერთად. შეხვედრაზე ამერიკული მხარის ინტერესის საგანს წარმოადგენს:
სასურველია შეხვედრამდე პრემიერს სამინისტროს მიერ გაეგზავნოს ჩვენი ნაწილი ინფორმაცია აშშ-თან თანამშრომლობის შესახებ და დელეგატების ბიოგრაფიები.
იმავე დღეს, 10:45სთ - 14:00სთ, რედფილდის დელეგაცია ესტუმრება დკსჯეცს; დაათვალიერებს ლუგარის ლაბორატორიას, შემდეგ წარმოვუდგენთ CDC-თან თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს პოსტერ-პრეზენტაციების სახით და გვექნება მრგვალი მაგიდის ფორმატში მსჯელობა მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. სასურველი იქნება, თუ აღნიშნულ შეხვედრას დაესწრება თქვენი მოადგილე ქ-ნი თამარ გაბუნია.
24 მაისს, 16:30სთ-19:00სთ, ეროვნული მუზეუმის დარბაზში, CDC-ის სამხრეთ კავკასიის ოფისი ბ-ნი რედფილდის ვიზიტთან დაკავშირებით გეგმავს, გამართოს საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის (FELTP) ყველა კურსდამთავრებულის (საქართველო, აზებაიჯანი, სომხეთი, უკრაინა) მიღება, სადაც ელიან თქვენს მისასალმებელ სიტყვას. მოსაწვევს და პროგრამის შესახებ მოკლე მიმოხილვას (მოგვიანებით ჩვენგანაც გადმოიგზავნება გარკვეული დეტალების შესახებ ინფორმაცია) CDC-ის ოფისი პერსონალურად გამოგიგზავნით. აქვე გაცნობებთ, რომ მიღების წინ მუზეუმის გიდი ამერიკელების დელეგაციას ჩაუტარებს 30-40 წუთიან ტურს ოქროს საგანძურისა და ქვის ხანის საქართველოს დარბაზებში და გააცნობს საქართელოს ისტორიასა და კულტურას. ამერიკელ პარტნიორებს ძალიან ესიამოვნათ ღონისძიებაში ამ ნაწილის ჩართვა.
24 მაისის საღამოს, წინასწარი შეთანხმებების საფუძველზე, აშშ-ის საელჩოს პროტოკოლის სამსახურმა დაგეგმა ბ-ნი რედფილდის სტუმრობა მის უწმინდესობასთან საპატრიარქოში. საელჩოს თხოვნით, საპატრიარქოს ჩვენგან გაეგზავნა რობერტ რედფილდის ბიოგრაფია და აშშ-თან, მათ შორის CDC-თან თანამშრომლობის მიმოხილვითი დოკუმენტი. ასევე, საელჩოს თხოვნით ამ საკითხზე საუბარი მქონდა მამა გიორგი ზვიადაძესთან.
25 მაისს, დილიდანვე ამერიკელების დელეგაცია (აშშ-ის ელჩის მოადგილის ელიზაბეთ რუდის თანხლებით) გაემართება კახეთში, კერძოდ თელავსა და ახმეტაში. თელავში დაგეგმილი აქვთ დეცენტრალიზაციის პროგრამის ფარგლებში რეფერალური კლინიკის ბაზაზე c ჰეპატიტის მკურნალობის ცენტრის მონახულება. ხოლო, ახმეტაში ადგილზე უნდა დაათვალიერონ ფერმები, სადაც მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და CDC-ის ერთობლივი პროექტები, ასევე გეგმავენ ახალი ორთოპოქსვირუსის (ე.წ. ახმეტის ვირუსის) აღმოჩენის ადგილების დათვალიერებას. დელეგაციას თელავში მე ვახლდები, ხოლო ახმეტაში პაატა იმნაძე და ორთოპოქსვირუსის პროექტის მთავარი მკვლევარი ცენრიდან. ახმეტის ტურის შემდეგ დაგეგმილია წინანდლის "რედისონ კოლექშენის" სასტუმროში ბიზნეს-ლანჩი. მოხარული ვიქნებით, თუ თქვენი განრიგი მოგცემთ საშუალებას და შემოგვიერთდებით კახეთში ან თქვენ ნაცვლად სამინისტროდან წარმომადგენელი თუ შეძლებს წამოსვლას.
ბატონო დავით, აღნიშნულ წერილს თანდართული დოკუმენტაციიდან თან ერთვის ბ-ნი რედფილდის სამუშაო დღის წესრიგი, რომელიც თითქმის საბოლოოა და შესაძლოა მცირედით შეიცვალოს ამერიკელების მხრიდან, რასაც მყისიერად შეგატყობინებთ, დელეგატების ბიოგრაფიები, აშშ-თან თანამშრომლობის აღმწერელი დოკუმენტები.
აქვე დავამატებ, რომ ვიზიტამდე გვექნება რეგულარული კავშირი სამინისტროსთან და მზად ვართ, მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია.
იმედია, აღნიშნული შეხვედრები წარმატებული იქნება ორივე ქვეყნის მომავალი თანამშრომლობისა და ურთიერთობებისთვის.
მოგეხსენებათ, ამ ღამით მივფრინავ ჟენევაში ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის მუდმივმოქმედ კომიტეტზე. თუ მიზანშეწონილად მიგაჩნიათ, შემიძლია დღეს სამინისტროში მოვიდე 18:00 სთ. შემდეგ დამატებითი კონსულტაციებისთვის ან ჟენევაში ყოფნისას თქვენთან ერთად განვიხილო საკითხები.
პატივისცემით,
ამირანი