| From : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: CPT visit |
| Received On : | 30.08.2018 01:58 |
| Attachments : |
From: Elene Beradze
Date: Monday, August 27, 2018 at 4:25 PM
To: "'nlomjaria@ombudsman.ge'"
Cc: 'Zviad Mikhanashvili'
Subject: CPT visit
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის კომიტეტის დელეგაციამ დაგეგმა საქართველოში ვიზიტი მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მიერ 2000 წელს რატიფიცირებული წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კონვენციის საფუძველზე, კომიტეტის წევრებს უფლება აქვთ, განახორციელონ ვიზიტები თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ნებისმიერ დაწესებულებაში, შეხვდნენ თავისუფლებააღკვეთილ/შეზღუდულ პირებს და გაესაუბრონ მათ დამსწრეების გარეშე.
კომიტეტის ვიზიტის დაგეგმვისათვის, სამდივნოს შემდგომი ინფორმირების მიზნით, გთხოვთ, 29 აგვისტოს დღის ბოლომდე მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
1. ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი თავისუფლების აღვეთის, ან სხვაგვარი შეზღუდვის დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული რწმუნების ფურცლები/ბრძანებები, რაც ხელს შეუწყობს დელეგაციის წევრებს, დაუბრკოლებლად შევიდნენ დაწესებულებებში (ე.წ. credentials); დოკუმენტში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული დელეგაციის წევრთა სრული ჩამონათვალი (იხილეთ მიმაგრებული CPT-ის წერილი);
2. 10 სექტემბერს დელეგაციის წევრებთან დაგეგმილი შეხვედრების დღის წესრიგზე დასტური (იხილეთ მიმაგრებული ფაილი);
3. 21 სექტემბერს, დელეგაციის წევრების მინისტრებთან (იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი) შეხვედრის თქვენთვის მისაღები დრო (დღის პირველ ნახევარში, სავარაუდოდ, 11-12 სთ).
დანართის სახით გიგზავნით კომიტეტის სამდივნოსგან მიღებულ წერილს და 10 სექტემბრის შეხვედრების დღის წესრიგს.
პატივისცემით,
ელენე
Elena Beradze
Head of the Department
Department of International Relations
Special Penitentiary Service
Ministry of Justice of Georgia
Address: 27 Zurab Anjaparidze Str., 0186 Tbilisi, Georgia
E-mail: eberadze@moc.gov.ge
Mob: +995 599309911