From : Tamar Iordanishvili <t.iordanishvili@mfa.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : FW: visa free
Received On : 01.04.2019 14:30
Attachments :

 

 

 

მეგობრებო,

 

გუშინწინ ბრიუსელში იყო შეხვედრა კოესტებთან, სადაც კიდევ ერთხელ „გადაგვიარეს“ უვიზოს თემაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ჩვენი ნონ-ფეიფერი ახალ ინიციატივებზე რაც შეიძლება მალე გადავცეთ ევროკავშირს და წევრ-ქვეყნებს. გთხოვთ, მომავალი კვირის ბოლომდე მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი მიმართულებებით.

 

მადლობა,

 

ვიკა

 

From: Victoria Baikova
Sent: Tuesday, March 19, 2019 10:11 AM
To: Nino Gakharia; 'Veka Modebadze'; 'Ketevan Sarajishvili'; george.jashi@sda.gov.ge; 'mmkurnali@moh.gov.ge'
Subject: FW: visa free

 

მეგობრებო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ.

 

From: Vakhtang Makharoblishvili [mailto:v.makharoblishvili@mfa.gov.ge]
Sent: Monday, March 18, 2019 8:34 PM
To: Tamar Khulordava <tkhulordava@parliament.ge>; glordkipanidze@justice.gov.ge; njavakhadze@mia.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge
Subject: visa free

 

მეგობრებო,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის გამო, ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ელიან დამატებით ზომებს/ღონისძიებებს მზარდი დინამიკის შესაჩერებლად. წევრი-ქვეყნები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ 1 მარტს გამართულ ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს საინფორმაციო დოკუმენტის (non-paper) მომზადებას, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული საქართველოს მიერ დაგეგმილი დამატებითი ღონისძიებები,  კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. Non-paper მიეწოდება ევროკავშირს და წევრ-სახელმწიფოებს (როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი დოკუმენტი შარშან დარიგდა წევრ-სახელმწიფოებში, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ქართული მხარის ძალისხმევა).

 

Non-paper-ის მომზადების მიზნით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შეძლებისდაგვარად დეტალური ინფორმაცია (შესაძლებლობის შემთხვევაში ინგლისურ ენაზე) იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს თქვენი უწყება ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის საპასუხოდ. აქვე გიგზავნით 1 მარტს გამართული სხდომის ოქმის პროექტიდან ამონარიდს, რომელიც ეხება უვიზო მიმოსვლის საკითხს (ოქმი ჯერჯერობით ხელმოწერილი არ არის). 

 

საუკეთსო სურვილებით,

 

ვატო.