From : Elza Telia <etelia@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : FW:
Received On : 16.11.2018 10:13

 

 

From: Mari Tsereteli [mailto:MTsereteli@ssa.gov.ge]
Sent: 16 November, 2018 14:11
To: Elza Telia
Subject:

 

ელზა გიგზავნით ჩვენი მოხსენებითის დრაფტს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს,
ბატონ დავით სერგეენკოს

 




ბატონო დავით

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 21-23 ნოემბერს, რუმინეთში, . ბუქარესტში, ტარდება საერთაშორისო რეგიონული კონფერენცია თემაზე: „სოციალური სამუშაო/სამუშაო ძალის განვითარება სოციალური მომსახურებისათვის“. კონფერენციის ორგანიზატორია გაეროს ბავშვთა ფონდი და რუმინეთის შრომისა და  სოციალური სამართლიანობის სამინისტრო. რეგიონულ კონფერენციამდე, 2018 წლის 18-20 ნოემბერს,  საქართველოს, ალბანეთის, ყაზახეთის და თურქმენეთის წარმომადგენლებისათვის იგეგმება საველე ვიზიტი ბაკაუს რაიონში, რუმინეთი.

ზემოაღნიშნულ ღონისძიებებზე მიწვეულია სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი.

კონფერენციის ორგანიზატორები მონაწილეებს უზრუნველყოფენ ორმხრივი ავიაბილეთებით, სასტუმროსა და კვების ხარჯებით, 2018 წლის 18 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით.

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“  2017  წლის 10 აგვისტოს N01-181/ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად, გთხოვთ თქვენს თანხმობას, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსისმარი წერეთელის, 2018 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით, რუმინეთში, ბაკაუს რაიონსა და ბუქარესტში მივლინების თაობაზე.

პატივისცემით,

მარი წერეთელი

მეურვეობა-მზრუნველობისა და
სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო


Mari Tsereteli

Head of the Guardianship / Care and

Social Programs Department

LEPL Social Service Agency
Ministry of Labour, Health and
Social Affairs of Georgia