| From : | Irina Tsomaia <ITsomaia@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Fw: უწყებათაშორისი შეხვედრა - EU-NATO კომუნიკაციის ახალი სტრატეგია |
| Received On : | 22.09.2020 19:27 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
დიდ მადლობას მოგახსენებთ „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის ახალი სტრატეგიის შემუშავების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე დასწრებისთვის.
დღევანდელი შეხვედრის კვალდაკვალ გიგზავნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ და დამტკიცებულ პოლიტიკის დოკუმენტის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს თავისი დანართებით (ბმული). გთხოვთ, შემდეგი შეხვედრისთვის ყურადღებით გაეცნოთ სიტუაციური ანალიზის ჩატარების ინსტრუქციის ნაწილს და ასევე, დაფიქრდეთ/მოამზადოთ შესაძლო მტკიცებულებები/მონაცემები, თქვენს უწყებებში არსებულ პროფილურ დეპარტამენტებთან (ევროკავშირი/ნატო) თანამშრომლობით. აღნიშნული მნიშვნელოვნად დაგვეხმარება სრულყოფილი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სიტუაციური ანალიზის მომზადებაში.
შემდეგი შეხვედრის თარიღს და ფორმატს დამატებით გაცნობებთ.
STRATEGIC COMMUNICATIONS DEPARTMENT
Ministry of Foreign Affairs of Georgia
4 Shio Chitadze Street, Tbilisi, 0118, Georgia
Tel.: +995 32 294 50 00 | stratcom@mfa.gov.ge