| From : | Emir Eteria <eeteria@mfa.gov.ge> |
| To : | mnikoleishvili@moh.gov.ge |
| Subject : | Fw: |
| Received On : | 04.07.2018 16:40 |
იმ შემთხვევაში თუ ძალიან პრინციპულ შენიშვნებადაა მიჩნეული, სხვა რა გზაა, ჩავასწორებთ.
დიდი მადლობა წინასწარ და უკაცრავად შეწუხებისთვის.
პატივისცემით,
ემირი
მოგესალმებით,
გიგზავნით ელექტრონული მთავრობის პროგრამაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ატვირთულ შენიშვნა/პოზიციას
From: Tariel Gogochashvili
Sent: Wednesday, July 04, 2018 17:24
To: Maka Gegeshidze
Subject:
წარმოგიდგენთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენიშვნა/პოზიციას:
ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:
გაცნობებთ, რომ შშმ პირთა შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირება საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესია, რაც მოითხოვს თითოეული ღონისძიების ეტაპობრივად გაწერას კონკრეტული ვადების მითითებით. შესაბამისად, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიისა და სისტემის პილოტირების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილი აქტივობები თანხვედრაშია ,,ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის N182 დადგენილებით დამტკიცებულ აქტივობებთან და შესრულების ვადებთან. ხოლო წარმოდგენილი პროექტით (გეგმის 252-ე პუნქტის ქვეპუნქტი252.1.) განსაზღვრულ ვადებში დაგეგმილი ღონისძიებების შესრულება უკვე მითითებულ ვადებს სცდება. ამასთან, რამდენადაც სამოქმედო გეგმის შემოთავაზებული პროექტი მოიცავს მხოლოდ 2018 წელს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, 252-ე პუნქტის ქვემოთჩამოთვლილი საკითხები განისაზღვროს ,,ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის N182 დადგენილებით დამტკიცებული აქტივობებისა და ვადების შესაბამისად, მიზანშეწონილია:
ა) 252.1 აქტივობის შესრულების შედეგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,შშმ პირთა შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირების მიზნით ახალი მოდელის მომზადება.‘‘;
ბ) აქტივობის შესრულების ინდიკატორი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, შშმ პირთა შეფასების ახალი ინსტრუმენტი შემუშავებულია, დაწყებულია შეფასების ახალი ინსტრუმენტის დანერგვა.‘‘.
II. 253.1 აქტივობის შესრულების შედეგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მომზადებული და წარდგენილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში შესაბამისი ანგარიშები საქართველოს მთავრობის სახელით; მომზადებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რატიფიცირებული კონვენციების მოთხოვნების შეფასების ანალიზი“.
III. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დაწყებულია უსაფრთხო სისხლის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განახლება, რომელიც ითვალისწინებს სტრატეგიით დაგეგმილი ღონისძიებების ვადების გადახედვას, რასაც ემატება ის გარემოება, რომ ევროკავშირმა თანხმობა განაცხადა, მხარი დაუჭიროს საქართველოს სისხლის უსაფრთხოების კანონმდებლობის ევროკავშირის რელუგაციებთან ჰარმონიზებაში, რაც გამოიხატა პირველ ეტაპზე ევროკომისიის მოკლევადიანი დახმარების ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში სისიხლის უსაფრთხოების ექსპერტთა ვიზიტის დაგეგმვით (18-20 ივნისს) საქართველოში, ხოლო, შემდგომ ეტაპზე - შესაძლო გრძელვადიანი საკონსულტაციო დახმარებით (Twining), მიზანშეწონილად გვესახება, დაკორექტირდეს სამოქმედო გეგმის შესაბამისი პუნქტები, კერძოდ,
ა) სამოქმედო გეგმიდან ამოღებულ იქნას 255-ე და 261-ე პუნქტები.
ბ) სასურველია, პროექტს დაემატოს 257.4 აქტივობა, რომელიც შიდსისა და ტუბერკულოზის მართვის 2019-2022 წლების სტრატეგიების შემუშავებას ითვალისწინებს, კერძოდ, დაემატოს:
ბ.ა) 257.4 დაგეგმილი აქტივობა:
,,აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის მართვის ეროვნული სტრატეგიების განახლება 2019-2022წწ.‘‘;
ბ.ბ) აქტივობის შესრულების შედეგი:
,,აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის მართვის 2019 - 2022 წწ ეროვნული სტრატეგიები შემუშავებულია‘‘;
ბ.გ) აქტივობის შესრულების ინდიკატორი:
,,აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის მართვის 2019 - 2022 წწ. ეროვნული სტრატეგიები დამტკიცებულია‘‘;
ბ.დ) პასუხისმგებელი უწყება:
,,სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო‘‘;
ბ.ე) აქტივობის ვადები:
,,2018,II -2018, IV‘‘;
ბ.ვ) დაფინანსების წყარო:
,,აივ ინფექცია შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი‘‘;
ბ.ზ) კომენტარი:
,,სტრატეგიების შემუშავებას ზედამხედველობას უწევს აივ ინფექცია შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო‘‘.
გ) 258.1 აქტივობა - კომენტარის ველს დაემატოს:
,,აქტივობების დაფინანსება, ასევე განხორციელდება FCTC 2030 პროექტის ფარგლებში".
დ.ა) 259.1 დაგეგმილი აქტივობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ევროკომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში, ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების დონაციასთან დაკავშირებული ეროვნული რეგულაციების შეფასება ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივებთან N2004/23/EC, N2010/53/EC და ევროკომისიის დირექტივებთან N2006/17/EC, N2006/86/EC დაახლოების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება" (შესაბამისი ცვლილებებით გეგმის თანმდევ სვეტებში).“;
დ.ბ)აქტივობის შესრულების შედეგი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,კანონმდებლობის ანალიზის მარეგულირებელი აქტების შეფასების საფუძველზე იდენტიფიცირებულია განსხვავებები და მომზადებულია რეკომენდაციები.‘‘;
დ.გ) აქტივობის შესრულების ინდიკატორი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მომზადებულია რეკომენდაციები ევროდირექტივებთან ჰარმონიზაციის მიზნით‘‘;
დ.დ) აქტივობის ვადები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2018, III, სექტემბერი 2018, IV, დეკემბერი‘‘.
ე) 260-ე პუნქტში განხორციელდეს ცვლილება:
ე.ა) ასოცირების შესახებ შეთანხმების ან ასოცირების დღის წესრიგის მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,ადამიანის ბიოლოგიური მასალის ხარისხი და უსაფრთხოება; ასოცირების შესახებ შეთანხმება; კარი VI, თავი 15, მუხლი 356, პარაგრაფი 1, d საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XXXI დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად. ასოცირების შესახებ შეთანხმება; კარი VI, თავი 15, მუხლი 357, პარაგრაფი 1, 2005 წლის 30 სექტემბრის ევროკომისიის 2005/62/EC დირექტივა, რომლითაც სრულდება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/98/EC დირექტივა, რომელიც ეხება სისხლის დაწესებულებების ხარისხის სისტემებთან დაკავშირებულ სტანდარტებს და სპეციფიკაციებს;
2004 წლის 22 მარტის ევროკომისიის 2004/33/EC დირექტივა, რომლითაც სრულდება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/98/EC დირექტივა, რომელიც ეხება სისხლისა და სისხლის კომპონენტების ზოგიერთ ტექნიკურ მოთხოვნას. ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 357, დანართი XXXI, სისხლი‘‘;
ე.ბ) დაგეგმილი აქტივობა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,ევროკომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის საქმიანობის კანონმდებლობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.‘‘;
ე.გ) აქტივობის შესრულების შედეგი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,კანონმდებლობის ანალიზით იდენტიფიცირებულია საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის საქმიანობის საკანონმდებლო განსხვავებები და მომზადებულია რეკომენდაციები‘‘;
ე.დ) აქტივობის შესრულების ინდიკატორი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მომზადებულია რეკომენდაციები ევროდირექტივებთან ჰარმონიზაციის მიზნით‘‘;
ე.ე) აქტივობის ვადები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2018, I, იანვარი - 2018, 31 დეკემბერი‘‘.