მოგესალმებით,
გიგზავნით ევროპის საბჭოდან მიღებულ დოკუმენტს - Intergovernmental structure – Non paper, რომლის განხილვა დაგეგმილია 8 სექტემბერს პროგრამებისა და ბიუჯეტის საკითხებზე მომხსენებელთა ჯგუფის არაფორმალურ შეხვედრაზე.
Non-paper არ ეხება კონკრეტულ კომიტეტებს, რომელშიც თქვენ იღებთ მონაწილეობას, არამედ წარმოდგენილია ზოგადი წინადადებები თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს კომიტეტის საქმიანობა და კოორდინაცია ერთმანეთთან და ევროპის საბჭოს სხვა სტრუქტურებთან.
დოკუმენტში მოცემულია შემდეგი საკითხები - თანამშრომლობის განმტკიცება მთავრობათშორისი კომიტეტებსა (მონაწილეობას იღებენ უწყებების წარმომადგენლები) და მომხსენებელთა ჯგუფებს (მონაწილეობას იღებენ სტრასბურგში მისიები) შორის; კომუნიკაციის გაძლიერება მომხსენებელთა
ჯგუფებსა და მინისტრთა კომიტეტს შორის; მთავრობათშორისი კომიტეტების მუშაობის წესებში ცვლილებების შეტანა და მთავრობათშორისი კომიტეტისა და ხელშეკრულების ორგანოების როლების გამიჯვნა (INTERGOVERNMENTAL COMMITTEES AND TREATY BODIES).
გთხოვთ, გადახედოთ და გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის საბჭოს სამთავრობოთშორისი კომიტეტების საქმიანობაში აქტიურად იღებთ მონაწილეობას, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, გამოგვიგზავნოთ მოსაზრებები, შენიშვნები (ინგლისურ ენაზე) აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით.
სხვა ქვეყნების დელეგაციების წარმოდგენილ შენიშვნებს მოგაწვდით გავრცელებისთანავე.
წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას.
საუკეთესო სურვილებით,
ნინო
ნინო ბალავაძე
საგარეო საქმეთა სამინისტრო
საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
ევროპის საბჭოს სამმართველო