From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : Fwd: რემდესივირი
Received On : 10.10.2020 17:57



---------- Forwarded message ---------
From: Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
Date: Thu, Oct 8, 2020 at 12:05 AM
Subject: რემდესივირი
To: <etikaradze@moh.gov.ge>
Cc: Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>


ქალბატონო ეკატერინე,

შეთანხმებისამებრ გაწვდით ინფორმაციას რემდესივირის ორ სხვადასხვა პოტენციურ მომწოდებელზე, რომლებთანაც მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებას და მათ საკონტაქტო ტელეფონებს. მესამე ფირმა Heteros-სთან თქვენ აწარმოებთ მოლაპარაკებას. შეთანხმების თანახმად მე აღარ გავაგრძელებ მათთან მოლაპარაკებას და თქვენ გადაწყვიტეთ, რას შეიძენთ და ვისგან.

1.      „პსპ“ გვთავაზობს Gilead-ის მიერ ლიცენზირებული ინდური ფირმის Mylan-ის წარმოების რედმესივირს, რომელიც სავარაუდოდ ძალიან მაღალი ხარისხისაა. პირობები შემდეგია: 1 ფლაკონის ფასი 45-50 აშშ დოლარია (გააჩნია შეკვეთის მოცულობას). ჩვენი გაანგარიშებით, დღევანდელი ავადობის სიხშირის პირობებში მხოლოდ მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებისათვის გვჭირდება თვეში დაახლოებით 12 ათასი ფლაკონი. ანუ 540-600 ათასი აშშ დოლარის მედიკამენტი (ერთ თვეში). რა თქმა უნდა, შეიძლება იყიდოთ მეტიც და ნაკლებიც. სტანდარტული მოწოდების ვადაა 2 თვე, მაგრამ „პსპ“-ს თქმით ისინი შეძლებენ დააჩქარებინონ, მაგრამ მაინც საჭირო იქნება სულ ცოტა 30-35 დღე. გვთავაზობენ კიდევ ერთ ფორს მაჟორულ ვარიანტს - თუ სახელმწიფო შეკვეთას გააკეთებს უახლოეს 2-3 დღეში, მაშინ ინდური ფირმა Mylan გვპირდება, რომ 5 ათას ფლაკონს გამოგზავნის უკრაინისთვის განკუთვნილი მარაგიდან დაჩქარებულად, ხოლო დანარჩენ რაოდენობას შემდეგში. ასეთ შემთხვევაში პირველ მოწოდებას მაინც დასჭირდება 20-25 დღე, სავარაუდოდ ამ თვის ბოლომდე, მაგრამ ვიმეორებ, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ (ჯანდაცვის სამინისტრომ ან მთავრობამ) შეკვეთა უნდა გააკეთოს 2-3 დღეში და შეკვეთას თან უნდა ახლდეს დაურეგისტრირებელი მედიკამენტის ერთჯერადი შემოტანის უფლება (რაც ვფიქრობ, ძნელი არ არის).  

საკონტაქტო პირი: „პსპ-ს“ წარმომადგენელი: ბ-ნი კახა გიორგაძე. ტელ: 599 53 30 10.

2.      მეორე ფარმაცევტული ფირმა FIF, რომლის აზერბაიჯანელი მფლობელი ბაქოში ცხოვრობს, ხოლო წარმომადგენლობა თბილისში აქვთ, გვთავაზობს, რომ შეუძლია შემოიტანოს რემდესივირი 1 ფლაკონი 40 დოლარად (ანუ 5-10 დოლარით ნაკლებად), ოღონდ ეს იქნება სხვა ინდური ფირმიდან („BDR”), რომელსაც არა აქვს Gilead-ის ლიცენზია და ამზადებს თავისივე შექმნილი ტექნოლოგიით. თუმცა ამტკიცებს, რომ ის ხარისხით არ ჩამოუვარდება ლიცენზირებულს, მაგრამ ვინ იცის, შესაძლოა ეს მედიკამენტი არ იყოს ისეთი მაღალი ხარისხის, როგორც ის, რომელსაც „პსპ“ გვთავაზობს. ასე, რომ ვფიქრობ სჯობს ფლაკონში 5 დოლარით მეტის გადახდა, მაგრამ გარანტირებული ხარისხით და დოკუმენტებით, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი დამატებითი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. ფირმა FIF’ გვპირდება, რომ შეუძლია რემდესივირის მოწოდება შეკვეთიდან სულ რაღაც 10 დღეში. ასეთ შესაძლებლობას იმით ხსნიან, რომ მედიკამენტი უკვე გამოტანილი აქვთ ინდოეთიდან და დასაწყობებული აქვთ დუბაიდან, საიდანაც ჩქარი მოწოდება ადვილია. მათაც სჭირდებათ დაურეგისტრირებელი მედიკამენტის ერთჯერადი შემოტანის უფლება.

საკონტაქტო პირი ფირმა „FIF“-დან: სალომე (გვარი არ ვიცი). ტელ: 577 131 000.

კარგი იქნება, თუ სამინისტრო ორივე მომწოდებელს ხვალვე დაეკონტაქტება.

როგორც ბ-ნ გიორგისთან დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, შესაძლოა მისაღები იყოს  შემდეგი ვარიანტი: ერთი მცირე პარტია შეგვეკვეთა ფირმა “FIF’-სთვის სწრაფი შემოტანის მიზნით, ხოლო შემდეგი შესყიდვები განხორციელებულიყო ან უშუალოდ Mylan -სგან ან „პსპ“-ს საშუალებით. მესამე ვარიანტია შესყიდვა ფირმა „Hetero”-სგან, რომელთანაც წერილი თქვენ უკვე გაგზავნილი გაქვთ. თუმცა ამ უკანასკნელისგან რემდესივირის მოწოდების დიდ სურვილს ვერ ვხედავ. მათ უფრო ავიგანის გაყიდვა უნდათ, რომელიც არ გვჭირდება.

პატივისცემით, 

თენგიზ ცერცვაძე