From : Nana Kavtaradze <n.kavtaradze@ncdc.ge>
To : tkhardziani@moh.gov.ge; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : ICARS დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
Cc : Maia.Beruashvili@mepa.gov.ge
Received On : 23.09.2020 12:07
Attachments :

ქალბატონო თიკო,

ქალბატონო მაია,

 

მოგესალმებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან ბატონი ამირან გამყრელიძის დავალებით შემდეგ საკითხთან დაკავშირებით:

2020 წლის 28 სექტემბრიდაბ 2 ოქტომბრის პერიოდში საქართველოში ჩამოდის ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის (ICARS) 5-კაციანი დელეგაცია, რომლის მიზანია საქართველოს სამედიცნო, სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარულ სფეროს დაწესებულებებში ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან დაკაშირებული პრობლემების შეფასება. მისიის საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვანია ასევე იმ კუთხითაც, რომ ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან:

     ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის სამეცნიერო დირექტორი რობერტ ლეო სკოვი (Robert Leo Skov)

     ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის ოპერაციების დირექტორი ჰელლე ენგსლუნდ კრარუპი (Helle Engslund Krarup)

     ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის მთავარი კონსულტანტი პერ სტარკე ჰენრიკსენი (Per Starke Henriksen)

     ანტიბიოტიკორეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის (Anders Dalsgaard)

     კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი ანდერს მიკი ბოჯესენი (Anders Miki Bojesen)

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქალბატონი თამარ გაბუნია საქმის კურსშია როგორც დელეგციის ვიზიტის, ასევე - მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე. ამჟამად ცენტრის 2 თანამშრომელი იმყოფება ICARS-ში, რომელთაც გამოგვიგზავნეს მემორანდუმის საბოლოო ვერსია, რომელსაც გიგზავნით დანართის სახით, ხელმოწერისთვის საჭირო  შიდა პროცედურებისათვის

 

აქვე მიმოწერაში ვსვამ ქ-ნ მაია ბერუაშვილს (Maia.Beruashvili@mepa.gov.ge; 595530194) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაციის შეუფერხებლად დამყარების მიზნით.  

 

მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისათვის.

 

პატივისცემით,

 

ნანა ქავთარაძე

 

 

Nana Kavtaradze MD, MPA

-------------------------------------

Head of International and Public Relations Division

National Center for Disease Control and Public Health

99, Kakheti Highway

Tbilisi, 0198, Georgia

Tel.: +995 322 116 001. Ext.:710

www.ncdc.ge

cid:image001.png@01D4CDE3.8F9B7FF0