| From : | Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | |
| Received On : | 13.02.2019 12:54 |
საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი ამოცანაა თანდათან დანერგოს მსოფლიოში აპრობირებული „სოციალური დახმარება დასაქმებისთვის“ (welfare to work) მიდგომები, რომელიც უზრუნველყოფს, ისეთი მექანიზმების შექმნას, რომელიც ხელი შეუწყობს სოციალური დახმარებიდან დასაქმებაზე გადასვლას. მნიშვნელოვანია მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემაში იმგვარი წესების შემოღება, რომ სოციალურმა დახმარებამ არ გამოიწვიოს „დახმარებაზე დამოკიდებულება“. ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სოციალურად დაუცველი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 100000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს უწყვეტად გაუგრძელდება საარსებო შემწეობის გაცემა ოჯახის წევრ(ებ)ის დასაქმების შემთხვევაში. ასეთ ოჯახს საარსებო შემწეობა შეუნარჩუნდება ერთი წელი, ხოლო მომდევნო ერთი წელი ოჯახს შეუნარჩუნდება მხოლოდ ბავშვის ბენეფიტი, არამონეტარული შეღავათები და ქულაზე დამოკიდებული სხვა შეღავათები.
ამ პროცესის შემდგომი ეტაპია სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრების გააქტიურება და დასაქმების ხელშეწყობა შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის დახმარებით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში ჩართვისთვის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია მაძიებელი ოჯახის შრომისუნარიანი წევრ(ებ)ის შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე (www.worknet.gov.ge) დარეგისტრირების ვალდებულება. შესაბამისად, მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და დასაქმების პროგრამებს შორის კავშირის განმტკიცებისათვის შესაძლებელია ამ პლატფორმის გამოყენება და პროფესიული მომზადება-გადამზადების, დასაქმების ფორუმებისა და აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან ერთად ბაზაში რეგისტრირებული მაძიებლების კვალიფიკაციაზე და შესაძლებლობებზე მორგებული პროაქტიული სერვისების შეთავაზება.
შედეგი | ინდიკატორი | მონაცემის წყარო |
კავშირი სოციალური დახმარებისა და დასაქმების პროგრამებს შორის გაუმჯობესებულია | სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების პროცენტული რაოდენობა, რომელთა ერთი შრომისუნარიანი წევრი მაინც გახდა დასაქმებული დასაქმების პროგრამის დახმარებით. | სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო |
Tatia Gvaramadze
Head of Pension and Social Assistance Division
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories,
Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Ak. Tsereteli ave., 0119, Tbilisi, Georgia
E-mail: tgvaramadze@moh.gov.ge, tatiagvaramadze@yahoo.com
Tel; 251 00 37 (0512)
mob.577 22 28 05