From : Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject :
Received On : 20.08.2018 13:46

გაცნობებთ, რომ ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში შედგა შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანში ავსტრიის პოლიციის ატაშესთან, ბატონ კარლ ჰაინც გორტანოსთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხი საქართველოს ორი მოქალაქის შესახებ, რომლებიც მიმდინარე წლის 24/25 აგვისტოსთვის ექვემდებარებიან ავსტრიიდან დეპორტირებას, ამასთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესაჭიროებათ ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა.

აღნიშნულზე რეაგირების მიზნით, შედგა კომუნიკაცია სსიპ საგანგებოიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. შედეგად გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირებისთვის ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციისსახელმწიფო პროგრამის ,,ჰემოდიალიზით უზრუნველყოფისკომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში - შპს ,,აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ (მისამართი: .თბილისი, ვაჟა-ფშაველას .N29); თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრასა და კლინიკამდე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სსიპ საგანგებოიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

საკონტაქტო პირებ - ავთანდილ თალაკვაძე, ტელ: 599120001; ჯაკო უგრეხელიძე, ტელ: 599 51 62 63; მერაბ სუთიძე, ტელ: 599 909 905).