| From : | Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | |
| Received On : | 31.07.2018 11:29 |
მიმდინარე წლის 18 თებერვალს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით სოფელ კაჭრეთში გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სოციალური პარტნიორები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე წარდგენილ იქნა კომისიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და შემუშავდა კომისიის საქმიანობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე დამტკიცდა 2018 წლის 19 აპრილს. რაც შეეხება რეგიონულ დონეზე სოციალური პარტნიორობის განვითარებას, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე (2017 წლის 10 თებერვალი) მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფორმირების პროცესი.
2018 წლის 19 აპრილს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მოთხოვნით ჩატარდა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგგარეშე მეოთხე სხდომა, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში დასაქმებულ პირთა სოციალური შეღავათებისა და შახტებში შრომის უსაფრთხოების საკითხების განხილვის მიზნით.
ჩატარდა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის 2 შეხვედრა.
პატივისცემით | Respectfully
ლიკა კლიმიაშვილი | Lika Klimiashvili
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს უფროსი | Head of the Labour Relations and Social Partnership Division at the Labour and Employment Policy Department
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
აკ. წერეთლის გამზ. 144; თბილისი 0119; საქართველო | 144 Ak. Tsereteli Ave.; Tbilisi, 0119; Georgia
ოფისი:| Office: +995 (0322) 251 00 11 (1507)
მობ: | Cell: +995 (595) 97 77 44
ელ. ფოსტა:| E-mail: lklmiashvili@moh.gov.ge