| From : | Victoria Baikova <v.baikova@mfa.gov.ge> |
| To : | Sopo Japaridze <sjaparidze@gov.ge>; mnikoleishvili@moh.gov.ge; Nikoloz Chinkorashvili <nchinkorashvili@pog.gov.ge> |
| Subject : | OFPRA-ს დელეგაციის ვიზიტი |
| Cc : | Ketevan Sarajishvili <ksarajishvili@justice.gov.ge>; Nino Gakharia <gakharia@mia.gov.ge>; Archil Karaulashvili <akaraulashvili@mfa.gov.ge> |
| Received On : | 18.07.2018 09:19 |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ 23-26 ივლისს საქართველოს ეწვევა საფრანგეთის ლტოლვილთა დაცვის ოფისის
(OFPRA)
დელეგაცია.
როგორც თბილისში საფრანგეთის საელჩომ გვაცნობა, უკვე ჩანიშნულია შეხვედრები იუსტიციისა და შს სამინისტროებში.
შეხვედრის თხოვნით ჩვენც მოგვმართეს და გამოგვიგზავნეს განსახილველი თემები:
- Situation of IDPs and people who live near the ABL
- Overview of the judicial and penitentiary systems
- Overview of the legal proceedings initiated against former leaders and high-ranking officials of the United National Movement Party
- Evolution of the legislation towards drug consumption and trafficking
- Situation of people living with AIDS, Tuberculosis and Hepatitis C
- Domestic Violence and Women's Rights
- Situation of LGBTI people
იმის გათვალისწინებით, რომ აღიშნული საკითხები სცილდება საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას, ვურჩიეთ დამატებითი შეხვედრების გამართვა ჯანდაცვის სამინისტროში,
პროკურატურაში, ასევე ქალბატონ სოფო ჯაფარიძესთან. საგარეოშიც შედგება შეხვედრა, თუმცა სხვა საკითხებზე.
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კუთხით საფრანგეთში მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. მიუხედევად იმისა, რომ მთელ ევროკავშირში
და ცალკეულ ქვეყნებში განაცხადების რაოდენობამ იკლო, საფრანგეთში მზარდი ტენდენცია სამწუხაროდ ნარჩუნდება. წელს მხოლოდ 6 თვის მაჩვენებელი აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემებს. დღეს
საქართველო საფრანგეთში თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობის მხრივ მესამე ქვეყანას
წარმოადგენს, ავღანეთისა და ალბანეთის შემდეგ.
აქედან გამომდინარე, OFPRA ამზადებს კვლევას და დიდი ალბათობით სწავლობს საქართველოში არსებულ მდგომარეობას იმ საკითხების ირგვლივ, რომელთა გამოყენებითაც საქართველოს
მოქალაქეები საფრანგეთში თავშესაფარს ითხოვენ.
აღნიშნულ ინფორმაციას გაწვდით ცნობისთვის და გასათვალისწინებლად, თქვენთან შეხვედრის დაგეგმვის შემთხვევაში.
საუკეთესო სურვილებით,
ვიკა
Head of the Division for Eastern Partnership,
Policy Planning and Analysis
European Integration Department
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Tel: (+995)322 94 50 00 (ext. 13-12)