| From : | Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის გეგმის პროექტი |
| Cc : | Nino Jinjolava <njinjolava@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Nino Japaridze <njaparidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 27.03.2018 14:16 |
რაღაც სიახლეა, სოციალურ დაცვაში თანაბარი მობპყობა გვაქვს, მეტით, ბევრ შემთხვევაში ქალები პოზიტიური დისკრიმინაციის სარგებლობენ.
ვეღარ გავიგე რაშია საქმე.
ხვალ გავიაროთ.
ნუცი
From: Maia Nikoleishvili
Sent: Tuesday, March 27, 2018 6:14 PM
To: Nino Odisharia
Cc: Nino Jinjolava; Tea Gvaramadze; Nino Japaridze
Subject: RE: ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის გეგმის პროექტი
ნუცი,
ანა შაიშმელაშვილითან კიდევ ერთხელ გავიარე ეს საკითხი. ამჯერად მიღებული ინფორმაციით, გაცნობებთ, რომ 79/7/EEC დირექტივის შესრულების საკითხს უცვლელად ვტოვებთ იქ სადაც არის.
ამ ეტაპზე ითხოვენ ასოცირების დღის წესრიგის 2.2 პრიორიტეტის (გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა, ისევე როგორც უმცირესობის წარმომადგენელთა თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა, მათი რელიგიის ან რწმენის, ეთნიკური ან ეროვნული წარმომავლობის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობის ან სხვა გარემოების მიუხედავად ) შესრულების მიზნით, სოციალური დაცვის სფეროში დამატებითი აქტივობის გაწერას, თუმცა არა ძალადობის მიმართულებით, ვინაიდან ამ თემაზე ისედაც ბევრი აქტივობაა დღის წესრიგში. ითხოვენ, აქცენტი გაკეთდეს თანაბარმოპყრობაზე.
ხვალინდელ შეხვედრაზე აუცილებლად შემოგიერთდებით.
მადლობა.
მაიკო
From: Nino Odisharia
Sent: Tuesday, March 27, 2018 5:48 PM
To: Nino Japaridze <njaparidze@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Cc: Nino Jinjolava <njinjolava@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>
Subject: RE: ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის გეგმის პროექტი
1978 წლის 19 დეკემბრის დირექტივა 79/7/EEC
აქ როგორც ჩვენმა მაიკომ აგვიხნა ამ დირექტივაზე იყო საუბარი. უკვე დავიბენი. ეს თემა კარგად არის გასავლეი. ყველა სხვა და ხსვა რაღაცას იძახის.
ხვალ 11 საათისთვის გავიაროთ. მაიკო შეძლებ შემოგვიერთდე?
დიდი მადლობა
ნუცი
From: Nino Japaridze
Sent: Tuesday, March 27, 2018 5:29 PM
To: Nino Odisharia
Cc: Nino Jinjolava; Tea Gvaramadze
Subject: ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის გეგმის პროექტი
ნუცი მოგესალმებით,
ანა შაიშმელაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასამატებელია ღონისძიება გენდერულ ან ქალთა ძალადობის საკითხზე - ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტში:
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების“ (ეროვნული რეფერალური მექანიზმის) დამტკიცება და ამოქმედება.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში გავწერთ აქტივობის შესრულების შედეგს, ინდიკატორს, პასუხისმგებელ უწყებას და ვადებს.
პატივისცემით,
ნინო ჯაფარიძე