From : Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>
To : Nino Grdzelishvili <ngrdzelishvili@mfa.gov.ge>; Eter Kipiani <e.kipiani@ncdc.ge>; Nana Kavtaradze <N.Kavtaradze@ncdc.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; keburia@rustaveli.org.ge; Natia Gabitashvili <ngabitashvili@mes.gov.ge>; Kakha Khandolishvili <kkhandolishvili@mes.gov.ge>
Subject : RE: ევროკავშირის დახმარების პროექტები - საპროექტო წინადადებების პრეზენტაცია
Cc : Teo Jijelava <tjijelava@mfa.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <shorenao@moh.gov.ge>
Received On : 30.10.2018 11:26
Attachments :

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ ევროკავშირის დახმარების 2018 წლის სამოქმედო პროგრამის ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად წარდგენილ ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროექტის კონცეფციის განხილვაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით მონაწილეობას მიიღებენ:

ნათია ნოღაიდელი - ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი;

შორენა ოქროპირიძე - იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს უფროსი;

მაია ნიკოლეიშვილი - ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

 

 

პატივისცემით,

 

ნათია ნოღაიდელი

 

From: Nino Grdzelishvili [mailto:ngrdzelishvili@mfa.gov.ge]
Sent: Thursday, October 25, 2018 5:05 PM
To: Eter Kipiani; Nana Kavtaradze; Natia Nogaideli; Mariam Darakhvelidze; keburia@rustaveli.org.ge; Natia Gabitashvili; Kakha Khandolishvili
Cc: Teo Jijelava
Subject:
ევროკავშირის დახმარების პროექტები - საპროექტო წინადადებების პრეზენტაცია

 

ძვირფასო კოლეგებო,

 

როგორც წინა კვირაში ვისაუბრეთ, შემდეგ ოთხშაბათს, 31 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნება ევროკავშირის დახმარების 2018 წლის სამოქმედო პროგრამის ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად თქვენ მიერ  წარმოდგენილი ევროკავშირის დახმარების პროექტების კონცეფციები (Concept notes).

 

შეხვედრები გაიმართება შემდეგი განრიგით:         11:00-11:50        დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (Blood Safety)

12:00-12:50        საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის (Organ Transplantation)

13:00-13:50          შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ 20-30 წუთი დაეთმობა თქვენს მიერ საპროექტო წინადადების პრეზენტაციას, ხოლო შემდეგ შეხვედრა გაგრძელდება კითხვა-პასუხის რეჟიმში. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია პრეზენტაციის PowerPoint-ის ფორმატშიც გაკეთება (ამ შემთხვევაში, გთხოვთ, გვაცნობოთ წინასწარ, რათა მოხდეს ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა).

 

გთხოვთ, 29 ოქტომბერს, დღის ბოლომდე მოგვაწოდოთ შეხვედრებში თქვენი უწყებებიდან მონაწილეთა სია.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგვეხმიანეთ ნებისმიერ დროს.

 

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.

 

პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,

 

ნინი

Nino Grdzelishvili (Ms.)

Head of EU Assistance Coordination Division

EU Assistance Coordination and Sectoral Integration Department

Directorate General for European Integration

Ministry of Foreign Affairs

Tel: +995 551 08 99 21; (+995) 32 2 94 50 00- ext. 32-04

 

2-9-e1524142918124