| From : | Lela Sturua <lela.sturua@ncdc.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა_დამატებითი მითითებები |
| Received On : | 12.07.2018 15:26 |
მადლობა
J
Lela Sturua MD PhD MPH
Head, Non-communicable Diseases Department
National Center for Disease Control and Public Health
Tel.: +995 599 111797
E-mail:
lela.sturua@ncdc.ge
From: Maia Nikoleishvili [mailto:mnikoleishvili@moh.gov.ge]
Sent: Thursday, July 12, 2018 7:21 PM
To: Lela Sturua
Subject: FW: ევროკავშირში
ინტეგრაციის
საგზაო რუკა_დამატებითი
მითითებები
Importance: High
From: Maia Nikoleishvili
Sent: Tuesday, July 10, 2018 10:42 AM
To: Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>;
Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Nino
Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Nino Jinjolava <NJinjolava@moh.gov.ge>; 'Nana Kavtaradze'
<N.Kavtaradze@ncdc.ge>; 'mmaghlapheridze@moh.gov.ge' <mmaghlapheridze@moh.gov.ge>; 'ljinjikhadze@moh.gov.ge' <ljinjikhadze@moh.gov.ge>;
'shorenao@moh.gov.ge' <shorenao@moh.gov.ge>; 'Nana Kavtaradze' <N.Kavtaradze@ncdc.ge>; 'Lela Sturua' <lela.sturua@ncdc.ge>; 'gchkadua@moh.gov.ge'
<gchkadua@moh.gov.ge>; 'Eter Kipiani' <e.kipiani@ncdc.ge>
Cc: Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>
Subject: FW: ევროკავშირში
ინტეგრაციის
საგზაო რუკა_დამატებითი
მითითებები
Importance: High
მოგესალმებით,
საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული დამატებითი ინფორმაციის თანახმად, უწყებებს ეთხოვათ საგზაო რუკაში (არ ეხება სააგენტოებთან დაკავშირებულ საკითხს) გასათვალისწინებელი
ინფორმაციის მომზადების მიზნით იხელმძღვანელონ სექტორული ინტეგრაციის ნაწილში მითითებული სახელმძღვანელო პრინციპებით, მიუხედავად იმისა ასოცირების მიღმა იქნება თუ არა ესე თუ ის აქტივობა განსახორციელებელი. ასევე, თხოვნაა, მეტი აქცენტი გაკეთდეს დაგეგმილ/სამომავლო
ღონისძიებებზე და მოკლე მიმოხილვა დაეთმოს აქტივობების არსებული მდგომარეობის/შესრულების სტატუსის აღწერას.
Ø
სექტორში (სფეროების მიხედვით) არსებული მდგომარეობის მოკლე მიმოხილვა;
Ø
ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების არსებული მდგომარეობა;
Ø
2018 წლის შემდეგ ასოცირების შეთანხმებით განსახორციელებელი ძირითადი ვალდებულებები, საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიღწეული დონე;
Ø
ასოცირების შეთანხმების მიღმა განსახორციელებელი რეფორმის/რეფორმების იდენტიფიცირება;
Ø
იდენტიფიცირებული რეფორმების თანმიმდევრული განხორციელების სამოქმედო გეგმის დასახვა (ვადების მითითებით);
Ø
სექტორში ევროკავშირთან ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებისა და სექტორული დიალოგის საკითხი;
Ø
თანამშრომლობის ახალი მიმართულებების შესაძლებლობები და დონორთა დახმარების საჭიროების საკითხი.
გთხოვთ, მოთხოვნილი ინფორმაცია მოგვაწოდოთ
19 ივლისისთვის.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
From: Maia Nikoleishvili
Sent: Tuesday, July 3, 2018 8:49 PM
To: Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>;
Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Nino
Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Nino Jinjolava <NJinjolava@moh.gov.ge>; 'Nana Kavtaradze'
<N.Kavtaradze@ncdc.ge>; 'mmaghlapheridze@moh.gov.ge' <mmaghlapheridze@moh.gov.ge>; 'ljinjikhadze@moh.gov.ge' <ljinjikhadze@moh.gov.ge>;
'natia@moh.gov.ge' <natia@moh.gov.ge>; 'shorenao@moh.gov.ge' <shorenao@moh.gov.ge>
Cc: Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>
Subject: ევროკავშირში
ინტეგრაციის საგზაო
რუკა
Importance: High
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის
(ROADMAP2EU)
შემუშავების თაობაზე.
საგზაო რუკის შემუშავების მიზნით შექმნილია 4
სამუშაო ქვეჯგუფი:
1.
სამუშაო ქვეჯგუფი პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე;
2.
სამუშაო ქვეჯგუფი ასოცირების შეთანხმების განხორციელების, სექტორული ინტეგრაციისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე;
3.
სამუშაო ქვეჯგუფი საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზის საკითხებზე;
4.
სამუშაო ქვეჯგუფი ევროკავშირის პროგრამებში და სააგენტოებში მონაწილეობის საკითხებზე.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩართულია მე-2, მე-3 და მე-4 ქვეჯგუფების მუშაობაში. მე-2 და მე-3 ქვეჯგუფების შეხვედრაზე
მიღებული დავალების თანახმად, სამინისტროს ეთხოვა საგზაო რუკის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად ინფორმაციის მომზადება, რომელიც შემდგომში ასახული იქნება საგზაო რუკის პროექტში.
2.1 ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება
ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური დაახლოებისა
და თანმიმდევრული ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით. ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას მრავალი მიმართულებით, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას და ეკონომიკურ განვითარებას.
ასევე, ცალკეულ სფეროებში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას, მათ შორის კანონმდებლობის დინამიურ აპროქსიმაციას.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)
ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმები, რომლებიც დაკავშირებულია ვაჭრობისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული სფეროების ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკებთან და სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველყოფასთან.
საგზაო რუკის ამ ნაწილში უნდა აისახოს:
Ø
ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობა;
(MFA)
Ø
ასოცირების შეთანხმების განხორციელების დაგეგმვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმის (ინსტიტუციური სტრუქტურა, ელექტრონული მონიტორინგის
სისტემა და ა.შ.) მოკლე მიმოხილვა და მისი შემდგომი დახვეწის მიმართულებები; (MFA)
Ø
ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელების ეტაპები და თანამიმდევრულობა.
2.2 სექტორული ინტეგრაცია
საგზაო რუკის სექტორულ ნაწილში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ სფეროებზე, რომლებშიც შესაძლებელია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულების გარდა, პოლიტიკისა და ინსტიტუციური პრაქტიკის დამატებითი ჰარმონიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას.
შესაბამისად, საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს დამატებითი რეფორმების განხორციელების შესაძლებლობის მქონე სფეროების იდენტიფიცირება.
გარდა ამისა, სექტორული ინტეგრაციის ნაწილში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს იდენტიფიცირებული სფეროების მიხედვით ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულების ვადები და შედეგი/ეფექტი.
ამასთან ერთად, დოკუმენტის ამავე ნაწილში მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ევროკავშირთან ცალკეულ სფეროებში თანამშრომლობის ინსტიტუტების
განვითარების/გაფართოების საკითხებზე, მათ შორის სექტორული დიალოგის ფორმატის მეშვეობით ან თანამშრომლობის სხვა მექანიზმების განსაზღვრის მიზნით.
შესაბამისად, საგზაო რუკის სექტორული ინტეგრაციის ნაწილში, იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით უნდა აისახოს:
Ø
სექტორში არსებული მდგომარეობის მოკლე მიმოხილვა;
Ø
ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების არსებული მდგომარეობა;
Ø
2018 წლის შემდეგ ასოცირების შეთანხმებით განსახორციელებელი ძირითადი ვალდებულებები, საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიღწეული დონე;
Ø
ასოცირების შეთანხმების მიღმა განსახორციელებელი რეფორმის/რეფორმების იდენტიფიცირება;
Ø
იდენტიფიცირებული რეფორმების თანმიმდევრული განხორციელების სამოქმედო გეგმის დასახვა (ვადების მითითებით);
Ø
სექტორში ევროკავშირთან ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებისა და სექტორული დიალოგის საკითხი;
Ø
თანამშრომლობის ახალი მიმართულებების შესაძლებლობები და დონორთა დახმარების საჭიროების საკითხი.
2. 3 „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წარმოადგენს მნიშვნელოვან ფორმატს როგორც ევროკავშირთან ურთიერთობების
განვითარების, ისე აღნიშნულ ინიციატივაში ჩართულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით.
დოკუმენტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისთვის“ განსაზღვრულია ცალკეულ სფეროებში
გასატარებელი ღონისძიებები.
შესაბამისად, საგზაო რუკის ამ ნაწილში უნდა აისახოს:
Ø
დოკუმენტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობა და შემდგომი თანმიმდევრული განხორციელების საკითხი;
Ø
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული თანამშრომლობის ფორმატებში საქართველოს ეფექტიანი მონაწილეობის საკითხი;
Ø
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მქონე ქვეყნებთან თანამშრომლობა;
Ø
“აღმოსავლეთ პარტნიორობის”
ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობების შესწავლა/ანალიზი;
Ø
“აღმოსავლეთ პარტნიორობის”
ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და შესაბამისი ღონისძიებების/ქმედებები.
3. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობის ანალიზი
ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს მრავალი მიმართულებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას, ისევე
როგორც დინამიურ აპროქსიმაციას. ამასთან, პრიორიტეტად მიჩნეულ სფეროებში ევროკავშირთან უფრო მაღალი ხარისხის ინტეგრაცია, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს მოითხოვს კანონმდებლობის უფრო სწრაფ და სრულფასოვან დაახლოებას.
შესაბამისად, საგზაო რუკის ამ ნაწილში უნდა აისახოს:
Ø
საკანონმდებლო ანალიზის განხორციელების ინსტიტუციური მექანიზმის
საკითხი;
Ø
ასოცირების შეთანხმების მიღმა საკანონმდებლო დაახლოების პრიორიტეტების იდენტიფიკაცია;
Ø
იდენტიფიცირებულ სფეროებში ქართული და ევროპული კანონმდებლობის შესწავლისა და შედარების მექანიზმი;
Ø
სამოქმედო გეგმის ფორმატი, რომელშიც აისახება საკანონმდებლო დაახლოების პრიორიტეტული მიმართულებები.
აქვე შეგახსენებთ, რომ ასოცირების ნაწილში (2.1) უნდა ავსახოთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ყველაზე მნიშვნელოვანი
ღონისძიებები, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამა თუ იმ დარგის განვითარებაში/საკანონმდებლო ბაზის შექმნაში. სექტორულ ნაწილში (2.2) კი
სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან
ერთად, გათვალისწინებული უნდა იქნას ასოცირების შეთანხმების მიღმა არსებული ინიციატივები/რეფორმები, (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა შესრულებაც ძალიან
რეალისტურია, ვინაიდან ვალდებულების აღების შემთხვევაში ქვეყანას პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის ვადაში ღონისძიების განხორციელებაზე. რაც შეეხება
აღმოსავლეთ პარტნიორობას (2.3), მოთხოვნილია როგორც დოკუმენტით „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისთვის“ (იხ. დანართი) გათვალისწინებულ სფეროებში გასატარებელი ღონისძიებების
შესახებ ინფორმაციის წარდგენა ისე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და აღმოსავლეთ სამეზობლოს 6 ქვეყანა: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) დაგეგმილი ახალი ინიციატივების/ღონისძებების ასახვა.
გთხოვთ, კომპეტენციის ფარგლებში,
მიმდინარე წლის 12 ივლისისთვის მოგვაწოდოთ საგზაო რუკის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია (სექტორული
ინტეგრაციის ნაწილზე (2.1) ინფორმაციის მოწოდების ბოლო ვადაა 19 ივლისი), საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდგომი ინფორმირების მიზნით.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
Maia Nikoleishvili MPA
Chief Specialist of International Relations Division
HR Management and International Relations Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge