From : Shota Jamburidze <sjamburidze@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : RE: ესტონეთთან თანამშრომლობა
Cc : Mikheil Janiashvili <mic@moh.gov.ge>
Received On : 31.05.2018 11:31

ქალბატონო მაია,

 

მოგეხსენებათ ესტონეთ საკმაოდ განვითარებული ელ-ჯანდაცვის სისტემები გააჩნია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისათვის მოდელად იქცა. აღნიშნული სისტემების შექმნა და დანერგვა უზრუნველყო ესტონეთში 2005 წელს დაარსებულმა „ესტონეთის ელ-ჯანდაცვის დამფუძნებლობა“-მ (The Estonian E-Health Foundation (EeHF) ( ესტონურად E-Tervis), რომელიც დაარსდა 2005 წელს ესტონეთის სოციალურ საკითხთა სამინისტროს, ტალინის უნივერსიტეტის, ქვეყნის ძირითადი პროვაიდერებისა და პროფესიული ასოციაციების მიერ. მათი მიზანია შექმნას და დანერგოს ელ-ჯანდაცვის გადაწყვეტილებები ქვეყნის მასშტაბით და შექმნას და მართოს ცენტრალიზებული ელ-სამედიცინო ჩანაწერების სისტემა(EMR) ქვეყნის მასშტაბით.

 

აღნიშნულ დამფუძნებლობას გააჩნია 13 წლიანი გამოცდილება ელ-ჯანდაცვის სისტემებზე მუშაობისა და მათი დანერგვის. შესაბამისად მათთან თანამშრომლობა დიდად დაეხმარება საქართველოს განავითაროს და სწრაფად და ეფექტურად დანერგოს როგორც EMR სისტემა, ასევე მოახდინოს ჯანდაცვის არსებული ელ-სისტემების ინტეგრაცია-უნიფიცირება.

 

პატივისცემით,

შოთა

From: Shota Jamburidze
Sent: Thursday, May 31, 2018 3:05 PM
To: Maia Nikoleishvili
Cc: Mikheil Janiashvili
Subject:
ესტონეთთან თანამშრომლობა

 

მოგესალმებით,

ესთტონეთთან ჩვენი დეპარტამენტის თანამშრომლობა მიმდინარეობდა 2016 წლიდან, როდესც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ვმონაწილეობდით „ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის“ სამიტზე ბრიუსელში. აღნიშნულ სამიტზე მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი ესტონელი კოლეგები. ხოლო 2017 წლის შემოდგომაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მინისტერიალი გაიმართა ტალინში,ესტონეთში,  სადაც მონაწილეობას იღებდა ჩვენი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ეკონომიკის სამინისტროს სხვა თანამშრომლები და ჩვენი სამინისტროდან მე გახლდით წარმომადგენელი. მინისტერიალს უძღვებოდა ესტონეთის ეკონომიკის მინისტრი.

 

პატივისცემით,

შოთა