| From : | Asmat Kardava <akardava@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: იაპონიის დელეგაციის ვიზიტი |
| Received On : | 02.08.2018 13:00 |
მაიკო მოგესალმები,
გაცნობებთ, რომ 13 აგვისტოს 17:00 საათზე ბატონი ზაზა უნდა იყოს იუსტიციის სამინისტროში, სადაც ჩანიშნულია შეხვედრა ,, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისო კომისიის“. თუ შესაძლებელი იქნება დროის გადანაცვლება, (14:30-15:30) ბატონი ზაზა მზად არის იაპონიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დელეგაციის მისაღებად.
პატივისცემით,
ასმათ ქარდავა
From: Maia Nikoleishvili
Sent: 02 August, 2018 15:54
To: Asmat Kardava
Cc: Mariana Mkurnali
Subject: იაპონიის დელეგაციის ვიზიტი
ასმათ მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 13-16 აგვისტოს საქართველოს ეწვევა იაპონიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის 4 კაციანი დელეგაცია, ცენტრის დირექტორის - პროფესორ ნორიო ოჰმგარის ხელმძღვანელობით, რომელიც ასევე წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრის დირექტორს. (Prof. Norio Ohmagari, M.D., M.Sc., Ph.D. - Director, Disease Control and Prevention Center, National Center for Global Health and Medicine Hospital / WHO Collaborating Centre for Prevention, Preparedness and Response to Emerging Infectious Diseases).
იაპონიის დელეგაციის ვიზიტის მიზანია, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (ISTC) მიერ დაფინანსებული ერთობლივი წარმატებული პროექტის - „საქართველოში კარბაპენემ-რეზისტენტული ენტერობაქტერიების ეპიდემიოლოგია“ პროგრესის განხილვა, რომლის ფარგლებში პირველად საქართველოში (ასევე, პირველად -კავკასიის რეგიონში) შესწავლილ იქნა კარბაპენემ-რეზისტენტული ენტერობაქტერიების მიერ გამოწვეული ინფექციების რისკ-ფაქტორები და კარბაპენემ-მაპროდუცირებელი გენები და ასევე, პროექტის წარმატებული მიმდინარეობიდან გამომდინარე, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტიული გზების დასახვა, მათ შორის - იაპონიის მთავრობის საერთაშორისო ერთობლივი კვლევების პროგრამაზე SATREPS საქართველოსთან ერთობილი პროექტის წარდგენის შესაძლებლობის განხილვა.
ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები WHO-ს საქართველოს ოფისთან, JICA-ს საქართველოს წარმომადგენლობასთან, AMR პოლიტიკის განმახორციელებლებთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან.
შესაბამისად, შეხვედრა მოთხოვნილი იყო ბატონ დავით სერგეენკოსთან 13 აგვისტოს, 16:00 საათზე. ვინაიდან, აღნიშნულ პერიოდში ბატონი მინისტრი არ იქნება ქალაქში (დაგეგმილია პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა კაჭრეთში), გთხოვთ, ბატონ ზაზასთან შეათანხმოთ შეძლებს თუ არა იაპონიის დელეგაციასთან შეხვედრას.
სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაბამისი წარმომადგენლები (დავით წერეთელი, ნოზოკომიური, აღმოცენებადი, წყლით და საკვებით გადაცემადი დაავადებების და პარაზიტოლოგიის სამმართველოს უფროსი; ქეთევან სიდამონიძე, მოლეკულური ეპიდემიოლოგიის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი) თან ახლდებიან დელეგაციას და ასევე, უზრუნველყოფენ თანმიმდევრულ თარგმნას.
დანართის სახით გიგზავნით იაპონიის მხარის მიერ მოწოდებული დღის წესრიგს.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
Maia Nikoleishvili MPA
Chief Specialist of International Relations Division
HR Management and International Relations Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge