From : Davit Muzashvili <dmuzashvili@parliament.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : RE: კანონპროექტი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე
Received On : 23.08.2018 15:33

მადლობა, საშვები დაშვებული იქნება

 

From: Maia Nikoleishvili [mailto:mnikoleishvili@moh.gov.ge]
Sent: Thursday, August 23, 2018 7:17 PM
To: Davit Muzashvili
Cc: kobagrialashvli@gmail.com
Subject: RE: კანონპროექტი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე

 

დავით მოგესალმები,

 

გაცნობებთ, რომ ხვალინდელ შეხვედრას დაესწრებიან:

1.      მერი მაღლაფერიძე - სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი

2.      ეთერ ცხაკაია - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი

3.      ხათუნა ჯიქია - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი;

4.      შორენა ოქროპირიძე - იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი;

5.      მარინა დარახველიძე - ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნულ პირებზე საშვების დაშვება.

 

პატივისცემით,

 

მაია ნიკოლეიშვილი

 

 

From: Davit Muzashvili [mailto:dmuzashvili@parliament.ge]
Sent: Tuesday, August 21, 2018 2:13 PM
To: Ketevan Sarajishvili <ksarajishvili@justice.gov.ge>; Salome Shengelia <sshengelia@pog.gov.ge>; Londa Bichikashvili <lbichikashvili@pog.gov.ge>; lkhunashvili@mia.gov.ge; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; sjaparidze@gov.ge; mbenidze@legalaid.ge; a.shalamberidze@supremecourt.ge; Maka Peradze <m.peradze@mia.gov.ge>; Nino Rukhadze <nrukhadze@justice.gov.ge>; Ana Ivanishvili <aivanishvili@justice.gov.ge>
Cc: kobagrialashvli@gmail.com
Subject: RE: კანონპროექტი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე

 

მოგესალმებით ქალბატონო ქეთი.

განმარტებითი ბარათი ჯერ არ არსებობს, კანონპროექტი ჯერ ოფიციალურად არ არის ინიცირებული პარლამენტში. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ამ საკითხზე კომიტეტმა გამართა სამუშაო შეხვედრა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები. გარდა ამისა, შესწავლილი იქნა სახალხო დამცველის ანგარიშები და კვლევები აღნიშნულ საკითხზე. ასევე კომიტეტს აქვს ხშირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან და პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა მათი მოსაზრებები და საჭიროებებიც.

 

 

From: Ketevan Sarajishvili [mailto:ksarajishvili@justice.gov.ge]
Sent: Tuesday, August 21, 2018 1:52 PM
To: Davit Muzashvili <dmuzashvili@parliament.ge>; Salome Shengelia <sshengelia@pog.gov.ge>; Londa Bichikashvili <lbichikashvili@pog.gov.ge>; lkhunashvili@mia.gov.ge; mnikoleishvili@moh.gov.ge; sjaparidze@gov.ge; mbenidze@legalaid.ge; a.shalamberidze@supremecourt.ge; Maka Peradze <m.peradze@mia.gov.ge>; Nino Rukhadze <nrukhadze@justice.gov.ge>; Ana Ivanishvili <aivanishvili@justice.gov.ge>
Cc: kobagrialashvli@gmail.com
Subject: RE: კანონპროექტი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე

 

დავით მოგესალმებით,

 

მადლობა დოკუმენტის გაზიარებისათვის.

დაზუსტებისთვის, თუ გვაქვს ამ პროექტის განმარტებითი ბარათი? ან რაიმე რეკომენდაცია ა.შ. რითიც იხელმძღვანელა კომიტეტმა ცვლილებების პროექტების მომზადებისას?

 

საუკეთესო სურვილებით,

ქეთი

 

From: Davit Muzashvili [mailto:dmuzashvili@parliament.ge]
Sent: Tu
esday, August 21, 2018 12:27
To: Salome Shengelia <sshengelia@pog.gov.ge>; Londa Bichikashvili <lbichikashvili@pog.gov.ge>; lkhunashvili@mia.gov.ge; mnikoleishvili@moh.gov.ge; sjaparidze@gov.ge; mbenidze@legalaid.ge; Ketevan Sarajishvili <ksarajishvili@justice.gov.ge>; a.shalamberidze@supremecourt.ge
Cc: kobagrialashvli@gmail.com
Subject: კანონპროექტი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე

 

მოგესალმებით.

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ამუშავებს საკანონმდებლო პაკეტს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, პატიმრობის კოდექსში, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

 

აქვე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის სასახლეში, ი.ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში (ქ.თბილისი, შ.რუსთაველის გამზ.N8, მე-5 სართული) გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელზეც თქვენი მონაწილეობით მოხდება ცვლილებების დეტალური განხილვა. 

 

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა აღნიშნულ შეხვედრაში და საშვის დასაშვებად მოგვაწოდოთ მონაწილე პირის საკონტაქტო მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონი).

 

 

პატივისცემით,

 

დავით მუზაშვილი

 

წამყვანი სპეციალისტი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა

დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატი

მობ.: 577 50 11 29