From : Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>
Subject : RE: მოწვევა გასვლით შეხვედრაზე
Cc : Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>
Received On : 10.12.2018 12:53
Attachments :

მაია,

 

სამმართველოს უფროსებს ვერ გავუშვებ, წლის ბოლოა და დადგენილებებს და ცვლილებებს ვაკეთებთ. და მონიტორინგიდან რომ გამოვუშვა თანამშრომელი?

 

მადლობა

 

ნუცი

 

From: Maia Nikoleishvili
Sent: Monday, December 10, 2018 4:44 PM
To: Nino Odisharia ; Paata Jorjoliani ; Nino Mamaladze
Cc: Sopo Belkania ; Mariana Mkurnali
Subject: FW: მოწვევა გასვლით შეხვედრაზე

 

 

მოგესალმებით,

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გაცნობებთ, რომ 17-18 დეკემბერს, ლოპოტაზე ტარდება გასვლით სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ტრენინგის მიზანია შესაბამისი საკონტაქტო პირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ტაქტიკური და სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვის მიმართულებით გადამზადება.

გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, წარმოგვიდგინოთ ერთი შესაბამისი კანდიდატურა, გასვლით შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით.

 

პატივისცემით,

 

მაია ნიკოლეიშვილი

 

 

From: Anuki Burduli [mailto:aburduli@gov.ge]
Sent: Wednesday, December 5, 2018 4:54 PM
To: Giorgi Paniash
vili <g.paniashvili@mfa.gov.ge>; ttsintsalashvili@justice.gov.ge; tazubashvili@pog.gov.ge; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; ktatuashvili@mia.gov.ge; LLezhava@moc.gov.ge; tbolkvadze@supremecourt.ge; kkhandolishvili@mes.gov.ge; ibartaia@mfa.gov.ge; ksarajishvili@justice.gov.ge
Cc: Natalia Jaliashvili <njaliashvili@gov.ge>
Subject: მოწვევა გასვლით შეხვედრაზე

 

მოგესალმებით,

 

 

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 16-22 დეკემბერს, საქართველოს განმეორებითი ვიზიტით ეწვევა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ მიერ მოწვეული ექსპერტი პემან პეიმანი, რომელიც მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საზოგადოებასთან საკომონუკაციო სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით.

 

ექსპერტმა პირველი ვიზიტის დროს შეხვედრები გამართა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ხოლო მეორე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი სამუშაო შეხვედრა/ტრენინგის ორგანიზება, რომელიც მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებული სახელმწიფო უწყების ე.წ. საკონტაქტო პირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ტაქტიკური და სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვის მიმართულებით გადამზადებას.  

 

გასვლითი სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი გაიმართება:

 

2018 წლის 17-18 დეკემბერს (თბილისიდან გასვლა 16 დეკემბერს, საღამოს)

 

გთხოვთ, უზრუნველყოთ, თქვენი და თქვენი უწყების  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის დასწრება აღნიშნულ ტრენინგზე.

 

 

ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

ტრენინგის ადგილთან, დღის წესრიგთან, სასტუმროსა და გამგზავრების  სხვა დეტალებთან დაკავშირებით დამატებით გაცნობებთ.

 

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა შემდეგ მისამართზე: aburduli@gov.ge

 

 

პატივისცემით,

 

 

 

photoGOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

ანუკი ბურდული
სპეციალისტი 
ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო 
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინგოროყვას . 7, თბილისი 0114

M: +995 593 000 930
T:  +995322990900

QR-Code Generator